x
image
t.x.
სერვისი მხოლოდ ქალებისთვის: კაცი გამოძახებით

imageსაქართველომ მშვენივრად აუწყო ფეხი თანამედროვე ევროპულ ცხოვრებას. ხუმრობა ხომ არაა, ჩვენ ხომ ევროპელები ვართ?! თანაც ამას ძალიან ვიკვეხნით და გვეამაყება. ქალიშვილობის ინსტიტუტი ხომ უკვე მოძველებული თემაა, თუ შემთხვევით 30-ს გადაშორდი და ისევ ქალიშვილი ხარ, სირცხვილით ვერ გაამხელ. "ბოიფრენდი" უკვე ჩვეულებრივ, ყოველდღიურ სიტყვად იქცა. მაგრამ რა ქნას იმ ძველ დროში ჩარჩენილმა საცოდავმა ქალმა, ვისაც მეზობლების გაჭორვის ეშინია, 40 წელსაც გადაშორდა და არც მთხოვნელი უჩანს? 40 წელი ტყუილად კი არ მიხსენებია, 50 წლისას უკვე ბოდიში! მეტის იქაც აღარ უნდიხართ. გასაგებადაა ნათქვამი, მხოლოდ 50 წლამდე ქალბატონებს ვემსახურებითო!(თან ახალგაზრდაც ნებავთ).

" ერთსაათიანი მომსახურება - 200 ლარი ღირს. მთელი ღამით - 500 ლარი. მხოლოდ 50 წლამდე ქალბატონებს ვემსახურებით."

რას იზამ, ასეთია მწარე რეალობა. ისე, ნეტა გამოძახებისას პასპორტს გიმოწმებენ? თუ ადგილზე მოსული აღარ დაკარგავს "ორიოდე" კაპიკს?ისე, იმისთანა ქალს რა ვუთხარი, მაგ საქმეში ფულს რომ გადაიხდის?!

"კაცი გამოძახებით" თავს გვაცოდებს, რა ვქნა, ოჯახი მყავს სარჩენიო, ის კი ძალიან მაინტერესებს, მისმა ცოლმა თუ იცის რა ბიზნეს-საქმიანობას ეწევა ქმარი? ქალისთვის თუ სირცხვილად ითვლება, რამდენად მისაღებია მამაკაცისთვის ასეთი "სამსახურით" ოჯახის რჩენა? საინტერესოა, როგორ აყვადება და გაიფურჩქნება ეს ბიზნესი საქართველოში? ვივარგებთ ევროპელებად თუ აზიელებად დავრჩებით?

1
573
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
573
  
2013, 24 იანვარი, 21:13
ეგეთი ქართველი კაცის და ქალის დედაც ჯეკ!!!!!!! და ამათი ევროპისაც! სხვა რამეში მიბაძონ გარყვნილებაში კი არა!!!!
0 1 1