x
image
nukrichanturia
საყვარელ ქმარს საშინაო ტანსაცმლით ნუ დააფრთხობთ
image მაშინაც კი, თუ მამაკაცთან თქვენი ურთიერთობა მყარ ფაზაში გადავიდა, არ მოდუნდეთ და გარეგნობაზე განუწყვეტლივ იზრუნეთ.

რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ოჯახური უთანხმოებისა და ხშირად გაყრის მიზეზი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო დეტალია.

არსებობს ქალთა კატეგორია, რომელთთათვისაც სამყარო საშინაო და საგარეოდ იყოფა. სახლის ზღურბლს იქით საუკეთესოდ არიან შემოსილები და არაჩვეუებრივი მაკიაჟით იწონებენ თავს. სამაგიეროდ, საკუთარ "ბუდეში" დაუდევრად იცვამენ და თმის დასავარცხნადაც თავს არ იწუხებენ. ქორწილამდე მოვლილი გარეგნობით, მორთულობითა და ტანსაცმლით ტოპმოდელებსაც უწევენ კონკურენციას, მაგრამ როგორც კი მამაკაცი მათი საკუთრება ხდება, გარეგნობაზე ნაკლებად ზრუნავენ. ასეთი დასკვნით ხელმძღვანელობენ: "ახლა ის ჩემია, მაშ რაღა საჭიროა ლამაზი გარეგნობით შეცდენა?". უფრო მეტიც, ეჩვენებათ, რომ დაუდევარი გარეგნობა ოჯახური მყუდროების აუცილებელი პირობაა.

თქვენი აზრით ოჯახური იდილია ერთია და რომანტიკული შეხვედრები სხვა? ცდებით. რა თქმა უნდა, მამაკაცებს პარტნიორი ქალი ლამაზი და განუმეორებელი სულის გამო უყვართ, ასევე სუფთა, არომატული სხეულის, გემოვნებით შერჩეული ლამაზი "ჩვრების" გამოც, რომლებიც მანდილოსნის სხეულის ღირსებებს გამოკვეთს და ნაკლოვანებებს დაფარავს.


არ გახადოთ მამაკაცი თქვენი კოსმეტიკური პროცედურების მოწმე. სულაც არ არის აუცილებელი, დაინახოს, როგორ იპარსავთ ფეხებს, წამწამების შეღებვის დროს როგორ უშნოდ იმანჭებით. ქალის სახეზე კოსმეტიკური თიხა და ნიღაბი ყველაზე ნაკლებად მგრძნობიარე ძლიერი სქესის წარმომადგენლებსაც კი შეაძრწუნებს. გალამაზების პროცესი, უმჯობესია, საიდუმლოდ შეინახოთ, მხოლოდ მისი შედეგის დემონსტრირება მოახდინეთ.

1
339
10-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
339
  
2013, 18 იანვარი, 18:45
გეთანხმები :):):)
0 1 1