ოლიმპო (ლათინურად Olympus Mons), ეს არის ჩამქრალი ვულკანი მარსზე, რომელიც მზის სისტემაში ყველაზე მაღალი მთაა.
![ყველაზე მაღალი მთა მზის სისტემაში image](/uploads/article_images/small/80131358350289.jpg)
მისი სიმაღლე 27 კილომეტრია საფუძვლიდან, ხოლო 25 კმ. მარსის საშუალო სიმაღლიდან. ეს რამდენჯერმე აღემატება ევერესტის სიმაღლეს. ოლიმპო 540 კილომეტრზეა გადაჭიმული და გვერდებზე 7 კილომეტრი სიმაღლის ციცაბო ფერდობები აქვს. ასეთი ფერდობების წარმოქმნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
![ყველაზე მაღალი მთა მზის სისტემაში image](/uploads/article_images/small/80131358350317.jpg)
ვულკანური კალდერის სიგრძე 85 კილომეტრია, სიფართე 60 კმ. სიღრმე კი 3 კილომეტრს აღწევს. შედარებისათვის, დედამიწაზე ყველაზე დიდი ვილკანის მუანა-ლოას კრატერის სიფართე მხოლოდ 6.5 კმ-ს აღწევს.
![ყველაზე მაღალი მთა მზის სისტემაში image](/uploads/article_images/small/80131358350339.jpg)
წნევა ვულკანის მწვერვალზე მარსის საშუალო წნევის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. ევერესტის მწვერვალზე ეს მაჩვენებელი 25%-ია.
ვულკანს იმდენად დიდი ფართობი უჭირავს, რომ მარსის ზედაპირიდან მისი მთლიანად დანახვა შეუძლებელია. ოლიმპოს პროფილის გადაღება მხოლოდ ორბიტიდანაა შესაძლებელი.
![ყველაზე მაღალი მთა მზის სისტემაში image](/uploads/article_images/small/80131358350441.jpg)
![ყველაზე მაღალი მთა მზის სისტემაში image](/uploads/article_images/small/80131358350457.jpg)