x
image
lady.ge
როგორ გავაკეთოთ ორიგინალური საყურე საკუთარი ხელით

imageდამეთანხმებით, ნებისმიერი მოდური გოგოსთვის რომელსაც სურვილი აქვს საკუთარი განუმეორებელი ჩაცმის სტილი და იმიჯი შეიქმნას, მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ გარშემომყოფებისგან ორიგინალური სამოსით და აქსესუარებით გამოირჩეოდეს. თუმცა რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა ფინანსები ხშირად არ გვიწყობს ხელს იმაში რომ სასურველი ნივთები შევიძონოთ. არადა როგორც წესი ორიგინალური რამე-რუმეები ყოველთვის ძვირი და შეზღუდული რაოდენობისაა. მე გთავაზობთ მარტივ მეთოდს, საიმისოდ რომ პერიოდულად თავი ახალი, ლამაზი აქსესუარებით გაინებივროთ. ამისთვის კი არაფერია საჭირო, ფანტაზიის უნარისა და სულ ცოტა მონდომების გარდა. საამისოდ თქვენ დაგჭირდებათ, ზღვის ნიჟარა ( ალბათ ბევრ თვენგანს ექნება ასეთი პატარა ნიჟარები ზაფხულის არდადეგებზე მოგროვილი), ბიჟუტერიის მაღაზიაში შეძენილი საყურის საკიდი და ორი ხელოვნური თვალი ( ფერი თავად შეარჩიეთ), ბრონზა, წებო და ბრტყელტუჩა.. მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო, მიჰყევით ფოტო-ინსტრუქციას და შეეცადეთ თქვენი კრეატიული ხედვაც შეიტანოთ ჩემს მიერ შემოთავაზებულ გადაწყვეტილებაში.imageimage
image
image
image
image


image

1
1125
5-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1125
  
2013, 25 იანვარი, 1:47
ნიჟარებს ბრონზათი შეღებვა როგორ მოუხდა. უცებ ვერც მივხვდი რო ნიჟარები იყო :)
0 1 1