ქალი და მამაკაცი ქართველი კაცები არ ვიმსახურებთ, რომ მუდმივად გვატყუებდნენ ქალები 2013, 10 იანვარი, 13:58 საქალწულე აპკი მდედრობითი სქესის ადამიანებს, მაიმუნებსა და ანტილოპების ზოგიერთ სახეობას გააჩნია. მედიცინის კუთხით არსებობს ორი თეორია, რისთვისაც ღმერთმა ქალებს საქალწულე აპკი უბოძა - ის ემსახურება შიდა სასქესო ორგანოების დაცვას და ხელს უშლის ნაადრევი სექსუალური ცხოვრების დაწყებას. მორალური და რელიგიური კუთხით, ქალწულობის დაცვა ქალის პატიოსნებისა და ხელუხლელობის შენარჩუნების გარანტიაა. ზოგიერთ მუსლიმანურ ქვეყანაში დღემდე შემორჩენილია ტრადიცია, რომ თუ ქალი გათხოვების დროს ქალიშვილი არ აღმოჩნდება, შეუძლიათ, ის ქვებით ჩაქოლონ. ევროპაში კი ეს საკითხი კარგახანია მოხსნილია "დღის წესრიგიდან". სრულწლოვან ასაკში ქალწულობის შენარჩუნება იქ ანომალიად ითვლება. შესაბამისად ამ კუთხით მოტყუებულ მამაკაცების რაოდენობაც ნულის ტოლია.
საქართველოში თითქოს ბოლო დროს მიდგომა შეიცვალა და მამაკაცებიც უფრო ლოიალურები გახდნენ არაქალწული ქალების მიმართ. მათ უმრავლესობას რომ ჰკითხოთ, ქალიშვილობს ინსტიტუტი უნდა არსებობდეს თუ არაო, ალბათ 99% "არას"- ს გიპასუხებთ. მომდევნო კითხვაზე, არაქალიშვილს ცოლად თუ მოიყვანთო, ისევ "არა"- ს მიიღებთ.
ის რომ საქართველოში ქორწინებისას ქალწულობას ისევ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ერთმა გინეკოლოგმაც დაგვიდასტურა და გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა:
- საქალწულე აპკის აღდგენა ნებისმიერ გინეკოლოგსა და პლასტიკურ ქირურგს შეუძლია. არ დამიჯერებთ და კვირა არ გავა, ამ მოთხოვნით ახალგაზრდა ქალმა არ მოგვმართოს. ადრეც გვიხდებოდა ასეთი ოპერაციების ჩატარება და ზოგი გაუპატიურებული იყო, ზოგს სამედიცინო პრობლემის გამო ჰქონდა აპკი დარღვეული. ახლა კი გოგონები საკუთარი ნებით აკეთებენ ამას და რომ ვეკითხებით, ასე რატომ იქცევიან, გვპასუხობენ, ქართველ მამაკაცებს რა გამოგასწორებთ, ისევ აზიატები ხართო. ერთმა გოგომ მკითხა, შენი შვილი ცოლად არაქალიშვილს თუ მოიყვანსო. გაკერილი რომ მოიყვანოს, ის უფრო დიდი უბედურება იქნება მეთქი, ამოვილუღლუღე. ატყუებენ მომავალ ქმარს, ატყუებენ საკუთარ თავს...
ერთ გოგოს საქმრო თავად მოჰყვა. ბიჭმა იცოდა, რომ გოგო ქალიშვილი არ იყო. თვითონ იყო ამის მიზეზი თუ სხვა, არ ვიცით. იმ ბიჭს დედამისის დასარწმუნებლად სურდა გოგოსთვის საქალწულე აპკის აღდგენა. აქაოდა, წესიერი და პატიოსანი რძალი მოვიყვანეო. ჩემი მხრიდან იმას დავამატებ, რომ ქართველი მამაკაცები არ ვიმსახურებთ, რომ ქალები გვატყუებდნენ. ცუდია როცა, ურთიერთობა ტყუილით იწყება. ასეთი ურთიერთობები მალე ინგრევა ხოლმე. ჯობია სიმართლე თავიდანვე ითქვას. 622 16-ს მოსწონს 3-ს არა
|