საზოგადოება უხელო ქალი-საოცრება. 2013, 10 იანვარი, 10:55 35 წლის ბარბი გუერამ (Barbie Guerra) მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი იმით, რომ იგი პროფესიონალი ბოდიბილდერი გახლავთ(კულტურიზმის ნაირსახეობა), მაგრამ სხვა დანარჩენისგან იმით განსხვავდება, რომ მას არა აქვს ხელები.ბარბი სამი წლისაც არ იყო, როდესაც ხელები დაკარგა, ტრანსფორმატორის კიოსკში შეყო ხელები, თვითონ გადარჩა, მაგრამ ხელების ამპუტირება აუცილებელი გახდა.ქალი სულიერად არ დაეცა, გათხოვდა კიდეც და 2 ვაჟი გააჩინა, ამის გარდა ორი გოგონაც იშვილა, უხელო ქალი თავისუფლად მართავს საკუთარ ავტომობილს «Chevrolet Chevy Tahoe»-ს.მიუხედავათ იმისა, რომ ძალიან ძნელია ხელების გარეშე მკერდის და ზურგის კუნთების ვარჯიში, ბიცეპსის და ტრიცეპსის, ქალმა მაინც შესძლო ამ წინააღმდეგობების გადალახვა და მას ამჟამად მრავალი ჯილდო აქვს აღებული ფიტნესში და ბოდიბილდერში.ამასთანავე მას არ დაუკარგავს ქალური მომხიბვლელობა და სინაზე. 5131 19-ს მოსწონს 1-ს არა |
როდის მე ამაზე დავწერე სტატია :D :D