x
image
K.P.
სალომე ჭაჭუას გიგი გაჩეჩილაძის გამო ცეკვა აუკრძალეს (+პირადი ფოტოკოლექცია)

imageსალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე საქართველომ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით გაიცნო. ქვეყნის საუკეთესო მოცეკვავეები შეყვარებულებიც არიან. მათი რომანი დაახლოებით 8 წლის წინ დაიწყო. როდესაც სალომე ცეკვაში პირველ ნაბიჯებს დგამდა გიგი ამ დროს ამერიკაში იყო, 2 წელიწადში სამშობლოში დაბრუნდა და 15 წლის სალომემ მოხიბლა. სალომეს მშობლებისათვის გიგი სასურველი სასიძო არ იყო. სალომეს სტუდია "თელაში" სიარულიც კი აუკრძალეს. გოგონა საყვარელი საქმის გარეშე დარჩა, ცეკვა კი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. image2 წლის მანძილზე შეყვარებულები ერთმანეთს ჩუმად ნახულობდნენ. მშოლები მალე მიხვდნენ, რომ სიყვარულს წინ ვერ აღუდგებოდნენ და სალომეც დაუბრუნდა საყვარელ საქმიანობას, ცეკვა განაგრძო. გიგის მშობლები კი შვილების პირად ცხოვრებაში არასდროს ერეოდნენ, მათთვის მთავარი შვილის ბედნიერებაა.

სტუდია "თელაში" დაწყებული რომანი კი დღემდე გრძელდება. ახლა წყვილს ერთად ყოფნას აღარავინ უშლის. imageსალომე და გიგი ჯერ დაქორწინებას არ აპირებენ, უნდათ ერთმანეთს ბოლომდე კარგად შეეწყონ. როდის დაქორწინდებიან, ეს თვითონაც არ იციან, შესაძლოა ხვალ ან რამდენიმე წლის შემდეგ გადადგან ეს ნაბიჯი. სალომე თვლის, რომ გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი ბოლომდე არ უნდა ამოწურონ, ეს ურთიერთობას ახუნებსო. ბოლომდე არ უნდა გააცნო შენი თავი მეწყვილეს და ურთიერთობაც უფრო საინტერესო იქნებაო.

ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage







2
10062
12-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
10062
  
2013, 10 იანვარი, 14:27
მართლა ესე ძალიან აინტერესებს ხალხს ამათი ურთიერთობა?:)))))))))
2013, 10 იანვარი, 12:30
მაგრა ცეკვავს სალომეე
0 1 2