x
image
K.P.
ოთო ფოლადაშვილის ცხოვრებაში მეგობარი გოგო გამოჩნდა (+პირადი ფოტოები, რომლებიც ჯერ არ გინახავთ)


imageოთო ფოლადაშვილი საქართველომ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით გაიცნო. პირველ სეზონში ის ნუკი კოშკელიშვლის მეწყვილე იყო, მეორე სეზონში კი რუსკა მაყაშვილის. მისი სიმპათია კი სულ სხავა გოგომ მოიპოვა. ოთომ განაცხადა, ფორმალურად შეყვარებული არ მყავს, მაგრამ არსებობს გოგო, რომელთანაც ურთიერთობა მაქვსო. წყვილი ერთმანეთს რჩევებს აძლევს და ითვალისწინებს კიდეც. ოთომ რამდენიმე თვის წინ აღიარა, რომ კარიერისტი ქალები ხიბლავს. imageმომწონს როდესაც ქალს თავისი საქმე აქვს და ცდილობს პროფესიულად გაიზარდოსო. ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი საქმე და იმ საქმეში პროფესიონალი უნდა იყოსო. ოთოს რჩეული ინტელექტითაც უნდა გამოირჩეოდეს და ლამაზი ტანიც უნდა ჰქონდეს, მოკლე და ბოტოტაფეხებიანი გოგო არ მინდაო. რამდენად აკმაყოფილებს მისი მეგობარი გოგო ამ კრიტერიუმებს ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ოთო დიდ ყურადღებას აქცევს ჩაცმულობას. მას მრავალფეროვნება მოსწონს, დახეული ჯინსებიც აცვია და კლასიკური სამოსიც. რაც შეეხება ფრაკს, ოთო მას განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს, როდესაც კარგი ფრაკით ცეკვავ, ცეკვაც ბევრად უფრო ლამაზი გამოდისო.image ოთო 6 წლიდან ცეკვავს და ბევრი ფრაკიც დაუგროვდა. ზოგს ყიდის, მაგრამ აქვს ფრაკები, რომლებიც ძველ წარმატებას ახსენებს და საგულდაგულოდ ინახავს. მისი თქმით კარგი ფრაკი ძვირია, ახალ ფრაკში 5000 ლარის გადახდა უწევს. ოთომ და რუსკამ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონში გაიმარჯვეს, მივულოცოთ გამარჯვებულ წყვილს და ვუსურვოთ წარმატებები... imageimageimageimageimageimageimageimageimage







4
869
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
869
  
2014, 10 მარტი, 16:45
მეტს ვერაფერს დებენ ახალს და რამით ხომ უნდა შეავსონ
2013, 10 იანვარი, 15:21
ეს სტატია ადრეც იდო აშკარად...
2013, 10 იანვარი, 15:11
მეც მაგის თქმა მინდოდა
2013, 10 იანვარი, 12:38
ერსა და იმავე სტატიებს რატომ დებთ>?
0 1 4