x
image
jango
დარჩა თუ არა მარიამ საჯაია სააკაშვილთან ერთად დუბაიში?

imageრამდენიმე დღის წინ აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მას
შემდეგ, რაც ახალ წელს ავღანეთში, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა, დასასვენებლად დუბაიში გაემგზავრაო. სოციალურ ქსელში ასევე დაიდო ფოტო, რომელზედაც სახეები არ ჩანდა, ფოტოზე გოგონა საცურაო კოსტიუმში იყო გამოწყობილი და მას ასეთი აღწერა ჰქონდა: სააკაშვილი და მარიამ საჯაია ერთობა. ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა თავის ფეისბუქზე მარიამ საჯაია. საჯაია ავღანეთში ვიზიტის შთაბეჭდილებების შესახებ ყვება. საჯაია ამჟამად თბილისში
იმყოფება, დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტისას მის თანმხლებ საპარლამენტო დელეგაციაში შედიოდა.

მისი თქმით საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ თანმხლებ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა, საიდანაც დელეგაცია თბილისში დაბრუნდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილი სამეფო ოჯახის წევრების პირადი მოწვევით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დარჩა. თავად საჯაია კი არა დუბაიში არამედ თბილისში დაბრუნდა, ნეტავ ისეთი ტანი და რუჯი მქონდეს, როგორც იმ გოგოს ვისი ფოტოც გაავრცელეთო. ოდესმე ხომ უნდა შეეშვან ზოგიერთები ბინძური თემებით სპეკულირებას? ვისაც ჰგონია, რომ დუბაიში ვერთობი, რამდენიმე წუთში მობრძანდეს ტაბიძეზე (დავწერ სადაც ვიქნები) და დარწმუნდეს, რომ თბილისში ვარ. და საერთოდ, სანამ ასეთ სიბინძურეს დაწერთ, იქნებ გადაამოწმოთ ინფორმაცია. არც ჩემი ტელეფონის ნომრის გაგება გაუჭირდებათ ამ ზღაპრების მომგონებს. - წერს პარლამენტარი.





7
10854
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:jango
jango
10854
  
2013, 22 მარტი, 15:30
http://www.ireporter.ge/%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3/
2013, 22 მარტი, 15:29
ქოცი რომ ვინმეზე ბომჯს იტყვის)))), როცა ქოცეზეა საუბარი დოკუმენტებს ითხოვთ და როცა ნაციონალებზე, ჭორებზე დაყრდნობით მმსჟელობათ.. ))
2013, 20 იანვარი, 14:12
სააკაშვილი ვერ გაძღა ხო დიდებით ეხლა ბავშებზე გადავიდა, სექსოპათოლოგია ეგ საწყალიდა მეტი არაფერი
2013, 13 იანვარი, 20:21
ატანა არ მაქვს ამ ბომჟი გოგოსი რა უნდა პარლამენტში...ვაი საწყალო საქართველოო:D
2013, 11 იანვარი, 13:57
ვინც მიშიკოს მისცა ყველა მინისტრი და პარლამენტარი გახდა,მათი ასაკის მიუხედავად.....
2013, 9 იანვარი, 21:42
სააკასვილი სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს არ ზოგავს და ასეთი ლამაზი ქალი, რომ ეყოლება თავის გუნდში , უარს იტყვის? თუ ვინმე გადაუდგება წინ?
2013, 9 იანვარი, 19:19
პარლამენტია თუ საბავშვო ბაღი იმიტოა დაქცეული ჩენი ქვეყანაა... ძალიან ლამაზი გოგოა და მე პირადად მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს როგორ ც ადამიანს უბრალოდ ძალიან პატარაა იმისათვის რო საქართველოს პარლამენტში იყოსსს
0 1 7