x
image
jango
ადეიშვილმა პოლიტიკური თავშესაფარი ბელგიაში მიიღო. პროკურატურამ პატიმრობა შეუფარდა

imageსაქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა.
პროკურატურა ასევე ზურაბ ადეიშვილის სახელზე გაცემული სამი დიპლომატიური პასპორტის და ზურაბ ადეიშვილის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერაბას ითხოვს. პროკურატურის ცნობით, ადეიშვილმა საქართველო 2 ოქტომბერს დატოვა და დღემდე უკან არ დაბრუნებულა. მთავარი პროკურატურა აღნიშნავს, რომ მათ ადეიშვილის ბრალდება გაასაჯაროვეს, რის გათვალისწინებითაც მისთვის ცნობილია, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, თუმცა საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას თავს არიდებს. ადეიშვილი როგორც ჩანს საქართველოში არ აპირებს დაბრუნებას თავისი ნებით, ადეიშვილმა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით ბელგიას მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. მისივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ადეიშვილმა ბელგიისგან თანხმობაც მიიღო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ჯერ ევრ ადასტურებენ. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დღეს საქალაქო სასამართლოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

0
471
1-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
471
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0