საზოგადოება კონსტანტინე მელაძის მსხვერპლის წინასწარმეტყველური სიზმარი 2013, 4 იანვარი, 12:50 ქალს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე საშინელი სიზმარი დაესიზმრა. ახალგაზრდა ქალმა ანამ, რომელიც კიევში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორი, ჯგუფ "ვია გრას" ხელმძღვანელი კონსტანტინე მელაძის ავარიის შედეგად დაიღუპა, ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა. ეს ამბავი გარდაცვლილის დის ქმარმა უამბო უკრაინულ ჟურნალ segodnya.ua-ს ჟურნალისტს: "ანას დაესიზმრა მისი გარდაცვლილი მამა, რომელიც იწვა კუბოში. მამამისმა გაახილა თვალები და უთხრა, რომ ანას შვილს, დანილას წაიყვანდა თავისთან, რაზეც ანამ სიზმარში მამას სთხოვა რომ დანილას მაგივრად მე წამიყვანეო". და მართლაც აუხდა საცოდავ ქალს ეს წინასწარმეტყველური სიზმარი და 30 წლის ასაკში უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ანას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომლებმაც ჯერ დედის გარდაცვალების შესახებ არაფერი იციან. მათ მამა გაზრდის. შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე მელაძე, 27 დეკემბერს, კიევთან ახლოს, მანქანით დაეჯახა ქალს, რომელიც გზაზე გადადიდა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. 2182 8-ს მოსწონს
|