საქართველო კახა კალაძე: სააკაშვილს მიხედონ და კვლევები ჩაუტარონ 2012, 31 დეკემბერი, 12:07 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბოლო 2 თვეა საქართველოში 90-იანი წლების ნოტები ჟღერს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მარტვილის საკრებულოს წევრებთან შეხვედრაზე მარტვილის საკრებულოში განაცხადა. შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას სააკაშვილის "ფეისბუკი" ავრცელებს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ დღეს მთელი დღეა ზუგდიდსა და მარტვილის საკრებულოში არ არის ელექტროენერგია, ქართლში კი ყაჩაღობები და ხალხის დაუთოვებები დაბრუნდა, რასაც ბოლო 9 წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია. სააკაშვილის თქმით, არ არის საჭირო პოლიტიკურ დაძაბულობას "ყველაფერი სხვა დანარჩენი გადავაყოლოთ". პრეზიდენტი ბოლო დღეებში მარტვილში განვითერბულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანონიერებისა და წესრიგის აღდგენა ყველას ინტერესებში შედის. კახა კალაძემ ისაუბრა ნაციონულრი მოძრაობის ბოლო დროინდელ განცხადებებზე და თქვა, რომ გაუგებარი მათი და მათი ლიდერის საუბარი. კახა კალაძის მინისტრად დანიშვნას ეწინააღმდეგებოდნენ ნაციონალები და მუდად აკრიტიკებენ კალაძეს. მათთვის მიუღებელი იყო ფეხბურთელის დანიშვნა ენერგეტიკის მინისტრად. კალაძემ ისაუბრა პრეზიდენტის განცხადებებზეც: სრული სერიოზულობით მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, პრეზიდენტ სააკაშვილს კვლევები ჩაუტარონ და მიხედონ. ეს განცხადება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ტელეკომპანია "მე-9 არხის" გადაცემაში "მთავარი კითხვა ეკა ბერიძესთან ერთად" გააკეთა. 345 1-ს მოსწონს 1-ს არა
|