x
image
nukrichanturia
მალე გაირკვა, რომ ცოლი და მისი მძღოლი ბათუმში გაპარულიყვნენ
image დიმიტრიმ გვიან შეირთო ცოლი. ასე მისი ახლობლები ფიქრობდნენ, თორემ თვითონ სჯეროდა, რომ კაცი 40 წლის მერე იწყებს ნამდვილ ცხოვრებას. პატარაობიდანვე მიეჩვია შრომას და მონდომებითა და გამჭრიახობით 30 წლისა უკვე დიდი კორპორაციის პრეზიდენტი იყო. ბევრს გაუმართა ხელი. ყველა ემადლიერებოდა, ამიტომაც წუხდნენ მის "მარტოხელობაზე" და დიმიტრიმაც, როგორც იქნა, შეუსრულა ახლობლებს სურვილი - მამიდაშვილის ოჯახში საგანგებო წვეულებაზე, საგანგებოდ დაპატიჟებული 20 წლის ეკა თვალში მოუვიდა და ორი კვირის მერე დანიშნა კიდეც. ეკას მშობლები გახარებულები იყვნენ - მათ ქალიშვილს ლაღი ცხოვრება ელოდა.

ქორწილის მერე ორი კვირა პარიზში გაატარეს. შინ დაბრუნების მერე დიმიტრიმ ცოლს უთხრა: ნუ იმუშავებ, არაფერში შეგზღუდავ, როცა გინდა, მეგობრებთან წადი, შინაც დაპატიჟე ხოლმე, ოღონდ უნდა ვიცოდე, სად და ვისთან ხარო.

წელიწად-ნახევარში პატარა ელენე მოევლინა ქვეყანას, მერე გიორგიც გაჩნდა. დიმიტრი უსაზღვროდ ბედნიერი იყო, ცოლ-შვილს თავს ევლებოდა. მესამე შვილიც უნდოდა, მაგრამ ეკამ - სანამ ამათ არ წამოვზრდი, მესამეს ვერ გავაჩენო. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, ეკამ მეუღლეს სთხოვა, მანქანის ტარება მინდა ვისწავლო, ძალიან მალე დამჭირდება შვილების წასაყვან-წამოსაყვანადო. დიმიტრიმ - კურსებზე სიარული არ გინდა, ჩემს ერთ-ერთ მძღოლს ვთხოვ, გასწავლოს, მერე "გამოცდაზე" გახვალ და მანქანის ტარების მოწმობას შინ მოგიტანენო.

აქედან დაიწყო მათი ოჯახის ტრაგედია. ეკას მძღოლი შეუყვარდა. მძღოლს სოსო ერქვა. ახალგაზრდა, უცოლო ბიჭი იყო. სოსო ბევრ საქმეში გამოსდგომია დიმიტრის, დიდად უერთგულია, ამიტომაც ანდო ცოლი, თუმცა...


ერთ მშვენიერ დღეს კი ეკა გაუჩინარდა. გოგონა ბალეტზე წაიყვანა, ბიჭი დატოვა ვაკის მოედანზე, სადაც უმცროსი ასაკის ბავშვების შეჯიბრება უნდა გამართულიყო. რამდენიმე ხნის შემდეგ თავისიანებს დაურეკა, ბავშვებთან მისვლას ვერ ვახერხებ, თქვენ წამოიყვანეთ, ლიკას (მისი მეგობარი იყო) რაღაც უჭირს და უნდა მივიდეო. ეკას უმცროსმა დამ პატარები შინ წაიყვანა. დიმიტრი ყოველთვის გვიან ბრუნდებოდა სახლში. ეკას რომ შეაგვიანდა, შეშინდა. მობილურზე დაურეკა, გამორთული ჰქონდა. ლიკას შეეხმიანა. იმან - დღეს კი დამპირდა, გამოგივლიო, მაგრამ არ მოსულაო.

ეკას დამ და დიმიტრიმ ყველა საავადმყოფოსა და საგზაო პოლიციის უბანზე მოიკითხეს ეკა, მაგრამ ბაიბურში არავინ იყო. საგონებელში ჩავარდნილმა დიმიტრიმ ერთი გაფიქრება ისიც იფიქრა, ალბათ მოიტაცეს, რომ გამოსასყიდი მომთხოვონო. მერე უცებ სოსო გაახსენდა - ეკას "მასწავლებელი". სამსახურის ავტოსადგომში უთხრეს, დღეს არ გამოჩენილაო. სოსოს მობილურიც გამორთული იყო და რატომღაც ეჭვმა გაკეწლა.

ორი დღის მერე გაირკვა, რომ ეკა და სოსო ბათუმში გაპარულიყვნენ.

დიმიტრი შინ ჩაიკეტა, გარეთ გასვლაც არ უნდოდა. მერე მიხვდა, რომ ეს სუსტი კაცის საქციელი იყო და თავს მოერია.

ეკა და სოსო შეუღლდნენ. როცა ეკამ ბავშვების ნახვა მოინდომა, დიმიტრიმ მათთან მიახლოებაც აუკრძალა. ეკას მშობლები და ახლობლები არ ამართლებდნენ, მაგრამ როცა ნახეს, შვილების უნახოაბამ რა დღეში ჩააგდო, ურჩიეს, სასამართლოთი მოეთხოვა ბავშვების დაბრუნება. სასამართლო შედგა და შვილები მამას დაუტოვეს.

გავიდა ორი წელი. ეკამ და სოსომ ოჯახი ვერ ააწყვეს. ეკა გულდამდუღული ეხვეწებოდა ყოფილ ქმარს, მაპატიე და შემირიგდიო, მაგრამ დიმიტრიმ ახლოსაც აღარ გაიკარა. მხოლოდ იმის ნება დართო, კვირაში ერთხელ შვილები მოენახულებინა. მათი ოჯახის ახლობელმა (ვინც ეს მიამბო) ისიც მითხრა, რომ დიმიტრი ცოლის შერთვას აპირებს. ეს ამბავი ეკას გაუგია და თავი მოუწამლავს. სულზე მიუსწრეს და გადაარჩინეს. ეკა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ შეცდომის გამოსწორებას ვეღარ შეძლებს...












17
787
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
787
  
2013, 4 იანვარი, 23:08
როგორ უნდა გაამარტტლო საერტოდ ეს ადამიანი, რა შუაშია სიყვარული სექსი ასაკი მაშინ რატომ მიყვებოდა საერტოდ .
2013, 4 იანვარი, 23:03
სამწუხაროა, ზალიან კარგად იქცევა დიმიტრი, ქალი რომელიც შვილებს დატოვებს, ან საერთოდ რა აკლდა რას ეზებდა, უნახავმა რა ნახაო მგონი ასე გამოუვიდა სოფლელს
2013, 1 იანვარი, 15:45
მე ყოველთვის დავუპირისპირდები იმ აზრს,რომ ასერ მარტივად გავკიცხოთ ადამიანი,ვის შესახებაც არაფერი არ ვიცით.ნუ გავიწყდებათ,რომ ეს ისტორია მმხოლოდ ერთი მხარის მონაყოლიდან ვიცით და მეორე მხრიდან რა ხდებოდა არავის არ აქვს წარმოდგენა.შვილების მიტოვებაზე ლაპარაკობს ყველა,კაცი როცა მიდის სხვა ქალთან მაშინ ის არ ტოვებს თავის შვილებს?მაგრამ ამას არავინ არ ხედავს,მხოლოდ ქალის საქციელია ყოველთვის გასაკიცხი.შვილების მიტოვება რომ ნდომოდა ამ ქალს,აღარც ნახვას მოითხოვდა,უბრალოდ დას სთხოვა მათი სახლში მიყვანა,რაც ჩემს თვალში "მიგდება" არაა.თუმცა აზრი აქვს ჩემს ლაპარაკს,ვისაც არ დაეზარება ყველა იმ გოგოს გალანძღავს,რაც მართლა ძალიან მარტივია,მითუმეტეს ქართულ საზოგადოებას ეს არ ეზარება არასდროს.(არავის გეხებით პირადად)
2013, 1 იანვარი, 11:58
მაშინ უნდა ეფიქრა მაგ საკითზე როცა შვილებს ტოვებდა და გაეაზრებინა რა შედეგი მოყვებოდა მის ასეთ დაუფიქრებალ ნაBიჯს.. ყველაფერი, მაგრამ შვილების მიტოვებააა.. არანაირი გამართლება არ ააქვს მის საქციელს
2013, 1 იანვარი, 11:56
გეთანხმები. ქალს ყველაფრის უფლება არ უნდა მისცე და არ უნდა გაანებივრო.. ყველა ქალისა სულშია ღალატი
2013, 1 იანვარი, 11:54
ვერ შეურგია მაგ ქალს კარგი ცხოვრება
2013, 1 იანვარი, 11:22
უმრავლესობა გაკიცხავს ამ ქალს. მეც არ ვამართლებ, მაგრამ შემიძლია გავუგო. სტატიიდან ჩანს რომ მინიმუმ 5 წლის ცოლ-ქმარი მაინც იყვნენ. 5 წლის მერე მამაკაცებს ვნება უქრებათ და ცოლის მოფერებას ( სექსი იგულისხმება:)) დიდ მნიშვნელობას აგარ ანიჭებენ. ხელისგულზე ტარება ყველა ქალის ოცნებაა მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგეს ძალიან ბევრი ქალი მამაკაცის ხელისგულზე ჯდომას კი არა, მასთან ერთად საწოლში ყოფნას არჩევს. ქმარმა კარგი საყვარლობაც უნდა გაწიოს. კონფლიქტი და ჩხუბი ყველა ოჯახშია. ის ოჯახები კი სადაც ჩხუბი სექსით მთავრდება მყარია და იშვიათად ინგრევა. ქორწინებიდან 5 წელი თუა გასული, თან გოგო 25, ხოლო მამაკაცი 45 წლის არის ეს ამბავი საკვირველი სულ არ არის. ყველა ქალს არ შეუძლია სექსუალური მოთხოვნილებების ჩახშობა... ქალებს უფრო მეტად აქვთ ეს მოთხოვნილება ვიდრე მამაკაცებს წარმოუდგენიათ. წესით ცოლები უფრო უნდა ღალატობდნენ ქმრებს, მაგრამ ცდუნების წინ როცა დგანან ქალებს სისხლი თავში მიეწოდებათ. მამაკაცებს კი.... :D:D:D
2012, 30 დეკემბერი, 23:26
მე ამ ქალს არც ვამართლებ და არც ვკიცხავ,იმის მდგომარეობაში ვინ როგრო მოიქცეოდა არავინ იცის.შვილების "მიგდება" ვერ დავინახე მე პირადად.საერთოდ ვიღაცის გაკიცხვა ძალიან ადვილია.მე იმას ვამბობ რომ შვილების ნახვის უფლება მაინც აქვს რაც არ უნდა იყოს და ეს პირადად ჩემი აზრია.
2012, 30 დეკემბერი, 22:58
დედა რომელსაც შვილების მდგომარეობა ფეხებზე კიდია?? ვერ ხედავ შვილები როგორ მიაგდო, ბათუმში რომ გაიპარა მაშინ ის რომ შვილები შეიძლებოდა დაეკარგა მაგაზე არ უფიქრია, საკუთარი თავი ანაღვლებდა მხოლოდ, მაგარი დედა.
2012, 30 დეკემბერი, 22:36
ვერ გავიგე შენ იმ ქალს ამართლებ?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10