x
image
t.x.
მელაძემ 30 წლის ქალი მოკლა
imageშოუბიზნესში მოღვაწე ძმები, ვალერი და კონსტანტინ მელაძეები ყველასათვის კარგადაა ცნობილი.

პროდიუსერი კონსტანტინ მელაძე კიევთან ახლოს დაეჯახა ქალს. კიევის პროკურატურის პრეს-სამსახურის ცნობით შემთხვევა 27 დეკემბერს, საღამოსაა დაფიქსირებული.

შემთხვევა კიევ-ობუხოვის ავტომაგისტრალის 32-ე კილომეტრზე მოხდა. მანქანა მოძრაობდა კიევის მიმართულებით. ლექსუსის მარკის ავტომობილი დაეჯახა გაჩერებაზე მდგარ 30 წლის ქალს. image
. ქალმა მიიღო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვები და ადგილზე გარდაიცვალა. ქალბატონის ვინაობა დადგენილია.

ჯერ არ არის გარკვეული ვინ არის დამნაშავე. ვარაუდობენ, რომ ქალმა მანქანას გზა გადაუჭრა. ერთი კი ნამდვილად ცნობილია, რომ ესაა ცნობილი უკრაინელი კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი კონსტანტინ მელაძე. image დიახ, ის აგრეთვე ცნობილი მომღერლის ვალერი მელაძის ძმაა. "ლექსუსის საჭესთან ნამდვილად კონსტანტინ მელაძე იჯდა და ის ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა" - აცხადებს კიევის პოლიციის თანამშრომელი.


როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მეორე ნაწილის 286 მუხლის მიხედვით - უკრაინის კანონმდებლობით.(რაც წარმოადგენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია დაზარალებულის გარდაცვალება). რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 8 წლამდე ვადით.

2
510
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
510
  
2012, 29 დეკემბერი, 18:30
ცნობილი უკრაინელი კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი კონსტანტინ მელაძე...???? რადგან საქართველოში არ მოღვაწეობს ქართველი არ არის??
2012, 28 დეკემბერი, 22:19
კიდე კაი 29 არ იყო თორე იტყოდნენ ახალგაზრდა იყოო :D:D
0 1 2