ქალი და მამაკაცი ხართ თუ არა ნამდვილი მამაკაცი 2012, 25 დეკემბერი, 18:02 ბოლო დროს უნისექსის სტილის გავრცელებამ ქალსა და მამაკაცს შორის ზღვარი ლამის წაშალა. საბედნიეროდ, ამ ორ სქესს შორის მაინც დარჩა განსხვავება. გთავაზობთ ქალური ქცევების ჩამონათვალს. თუ ამ ჩამონათვალთაგან ათს მაინც აღმოაჩენთ საკუთარ თავში, ჩათვალეთ, რომ გარშემომყოფებში არცთუ მამაკაცურ შთაბეჭდილებას ტოვებთ, ხოლო, თუ ათზე ნაკლები იქნება, თქვენ ნამდვილი მამაკაცი ხართ.
1. სექსის დროს ქალი ფიქრობს, ლამაზად გამოიყურება თუ არა.
2. ქალი პირველად პერანგს იცვამს, შემდეგ შარვალს ან ქვედატანს, მამაკაცები კი პირიქით.
3. ქალები ხშირად ისწორებენ ვარცხნილობას.
4. ქალები ვერასოდეს ხვდებიან, რატომ დარბიან ფეხბურთელები ტრუსებით. სამაგიეროდ, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ყურებისას მთავარ გმირზე ნერვიულობენ. 5. ქალები მკერდით სუნთქავენ, მამაკაცები კი - მუცლით. 6. ქალი სიგარეტს ისე ეწევა, რომ კბილებით არ იჭერს, თან პირში დიდხანს არ იჩერებს, ძირითადად ხელში უჭირავს. 7. ქალი აბაზანის მიღების შემდეგ თმას ყოველთვის პირსახოცით იკრავს. ამ რიტუალის მიზეზი გაურკვეველია. 8. ქალისთვის ბიკინის ტარება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. პირიქით - ცდილობს, ჩაიცვას ისეთი საცვალი, რომელიც შარვლის ჩაცმისას გამოიკვეთება. 9. ქალებს განსაკუთრებით უყვართ გამხმარი ყვავილების თაიგული, რომელიც, წესით, მამაკაცისათვის დიდ სილამაზეს უნდა წარმოადგენდეს. 10. ხელის ჩამორთმევისას ქალი თითქმის არასოდეს უჭერს ხელს ძლიერი სქესის წარმომადგენელს. 11. დაძახებისას ქალი მხოლოდ თავს აბრუნებს, მამაკაცი სხეულით ბრუნდება. 12. ქალებს ძალიან ეშინიათ ობობების, თაგვების და ტარაკნების. 13. ქალები თვლიან, რომ საპნით თმის დაბანა არარეკომენდირებულია. ისინი სპეციალურ ბალზამებსა და თმის კონდიციონერებს იყენებენ. 14. მამაკაცები ხელის ჩვენებისას ხელისგულების დემონსტრირებას ახდენენ, ქალები კი მანიკიურსა და ბრილიანტის თვლის ზომას წარმოაჩენენ. 15. როდესაც ქალი კატეგორიულად საუბრობს, იგი ფრჩხილს მაგიდაზე უკაკუნებს, კაცი კი მუშტს იყენებს. 16. ქალები ლუდს სპეციალური გასახსნელით ხსნიან, მამაკაცები კი - კბილებით. 17. მთაზე ასვლისას ან იქიდან ჩამოსვლისას ქალები მოკლე-მოკლე ნაბიჯებს დგამენ. 18. პლიაჟზე, ქვიშასა და ქვებზე, ქალი ძირითადად ფეხის წვერებზე დადის, მამაკაცები კი - მთელი ტერფით. 19. დაჯდომისას ქალებს ფეხები პარალელურად აქვთ განლაგებული, უკეთესს შემთხვევაში - ერთმანეთზე გადადებული. 20. ქალის ხალათის ქამარი თეძოებს ზემოთაა, ხოლო მამაკაცის - თეძოებზე. 21. არასასურველი ინფორმაციის მოსმენისას ქალები ყურს თითებით იცობენ, მამაკაცები ხელის გულებით. 22. ქალები ხურდა ფულს არასოდეს იყრიან ჯიბეში. 23. სექსის შემდეგ ქალებს საუბარი ან ამბორი არ სურთ. 178 7-ს მოსწონს 1-ს არა
|