x
image
nukrichanturia
ჩემი ცოლის დაქალი კალთაში ჩამიჯდა და ვერ მოვითმინე

image ცოლი სამი კვირის მოყვანილი მყავდა, როცა მშობლებმა ნათესავები დაპატიჟეს. წვეულებაზე ჩემი მეუღლის დაქალებიც მოვიდნენ. ხმაურიანი, მხიარული გოგონები იყვნენ, კარგად მოვილხინეთ. როცა ქეიფი ეშხში შევიდა, ეკა, ჩემი მეუღლის დაქალი დათვრა, ალბათ, ალკოჰოლმა აწყინა და ოთახიდან საპირფარეშოში გავიდა. კერძო ბინა მაქვს და ნასვამმა გზა ვეღარ გაიკვლია. აღარ მახსოვს, მგონი, ღვინისთვის გამოვედი გარეთ, როცა გზააბნეულ ეკას გადავეყარე. ჯერ საპირფარეშომდე მივაცილე, შემდეგ სააბაზანოში შეყოლა მთხოვა. კი გამიკვირდა, მაგრამ უარს ხომ ვერ ვეტყოდი. პირზე წყალი შეისხა და იქვე ჩამოჯდა, ერთხანს უსიტყვოდ მიყურებდა, უცებ ცრემლები წამოუვიდა, შენ არ იცი, მე რა მარტო ვარ, როგორ მინდა, ვინმეს სითბოს ვგრძნობდეო. თან ჩემკენ იწევდა, ბოლოს კალთაში ჩამიჯდა და ხელები მხრებზე შემომხვია. თავი ვეღარ შევიკავე, მეც მოვხვიე ხელი და ვაკოცე. უცებ კარი გაიღო და ჩემი ცოლი შემოვიდა. რამდენიმე წამი გაოგნებული იდგა, შემდეგ კარი გაიხურა და გავიდა. ოთახში შესვლას ვერ ვბედავდი, მეგონა, იქ აღარ დამხვდებოდა, თუმცა შევცდი. ის სუფრასთან მომღიმარი სახით იჯდა, თითქოს არაფერი დაუნახავს. როცა საძინებელში შევედით, ირონულად გაიცინა, ლოგინი ცალკე გაიშალა და ზურგი მაქცია. მე ავყვირდი, ალბათ კახპა დაქალები გყავს, თორემ კისერზე არ ჩამომეკიდებოდა მეთქი. არ შემეპასუხა, უსიტყვოდ დაიძინა. მას შემდეგ სამი თვე გავიდა. დღისით ჩემი ოჯახის წევრებთან ისე იქცევა, თითქოს ყველაფერი წესრიგშია, ღამე მარტო იძინებს. ვერც ვეჩხუბები, არადა, მეტის მოთმენა არ შემიძლია. მისი დუმილი ყველაზე ანჩხლი ქალის ისტერიკებზე უარესია. მინდა, დედამისს დაველაპარაკო, მაგრამ ისიც გამამტყუნებს. მითხარით ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ასეთ მდგომარეობაში ვარ, რა ვქნა, ოჯახი დავანგრიო?

12
947
9-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
947
  
2015, 26 ივნისი, 15:10
მეუღლის ძმაკაცთან დაემართა ეს ამბავი?
2014, 18 ივნისი, 19:38
შენ ცოლს დაუსვი სერიოზული საკიტხი და ამით მოათავე
2013, 23 მარტი, 19:55
უბრალოდ გირჩევ ბოდიში მოიხადო. გულწრფელად აღიარო დანაშაული და მოუბოდიშო. ნუ დააბრალებ ალკოჰოლს, ნურც დაქალსმოიხსენიებ ცუდად, მუდამ დაიმახსოვრე რომ იმისი დაქალია ცუდიც და კარგიც. მოუბოდიშე, აუხსენი რომ შეცდი ალკოჰოლით გაბრუებული იყავი და შეცდომა მოგივიდა. საქვეყნოდ აღიარებით კი სახელს გაუტეხავ მეუღლის დაქალს და მეუღლესაც აწყენინებ. შემდგომ ამისა მიდი მოძღვართან და თუ არ გყავს, აიყვანე მოძღვარი და ეკლესიისკენ მიბრუნდი, ხოლო თუ ეკლესიისკენ ხარ, მაშინ მამაოს მოუყევი ყველაფერი.
2012, 25 დეკემბერი, 11:33
კი მაგრამ რას ნიშნავს ყველა შეკრიბეო?ვინ შეკრიბოს ან სხვები რა შუაშია აქ?უფრო ყურადღებიანი და მზრუნველი უნდა გახდე შენი ცოლის მიმართ.შენი რომელიმე ძმაკაცი მსგავსად რომ მოიქცეს შენ უნდა აგო პასუხი?ასე რომ შენი ცოლი არა დამნაშავე იმაში,რომ მისი დაქალი დათვრა და თავი ვეღარ გააკონტროლა.პატიება უნდა სთხოვო.
2012, 23 დეკემბერი, 19:45
თქვენ ვერ გამიგეთ მე რა ვთქვი... და რაც მთავარია___კაცები როგორები ხართ___ამ მაგალითის მიხედვით?? კაცებზე რას იტყვით??
2012, 23 დეკემბერი, 15:45
ყველა მამაკაცი ერთნაირი ძუკნაა!! ვოტ ტაკ!!! :)
2012, 23 დეკემბერი, 15:45
აი ესეთი ორგულები ხართ გოგოები ვითომ დაქალობთ და საქმე საქმეზე რო მიდგება ზედ გადაუვლით !! :|
2012, 23 დეკემბერი, 15:44
არა უბრალოდ ადექი და ყველა მანდ რო იქნება ისე მოყევი ეს ამბავი გულწრფელად თუ დაგიჯერეს დაგიჯერონ მთავარია შენ ყველა შეკრიბო რაღაცნაირად იხელთო მომენტი და მოყვე ეს ყველაფერი მერე თვითონ გადაცყვიტონ მშობლებმა!! გისურვებ ცარმატებას
2012, 23 დეკემბერი, 14:39
გაგიჩალიჩეს??
2012, 23 დეკემბერი, 12:52
აუცილებელია ვინმეს დადანაშაულება?! უბრალოდ ასე მოხდა... უდროო დროს, უდროო ადგილას აღმოჩნდა სამივე... შეცდომისაგან არავინაა დაზღვეული, თუმცა ამგვარი გაუთვალისწინებელი ე.წ. თავის ტკივილების თავიდან აცილებაც შეიძლება...(მაგალითად, სუფრაზე ალკოჰოლური სასმელის შემცირება, ან სასარგებლო და გამამხნევებელ თემებზე საუბარი.) მთავარია, როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას ადამიანები შეცდომის შემდეგ და როგორი იქნება მათი გული.
ერთი აზრი გამახსენდა, რომელიც ადრე სადღაც წავიკითხე: თუ ქალი გრძნობას დანებდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის კახპაა, უბრალოდ - მოდუნდა.
საერთოდაც, დრო ყველაფრის მკურნალია...მართალია, ჭრილობის შემდეგ შრამიც რჩება, მაგრამ ტკივილი გადის. მით უფრო, რომ ადამიანებს გვაქვს იმის უნარი, რომ ერთმანეთს ტკივილისა და იმედგაცრუების დაძლევაში დავეხმაროთ.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10