x
image
nukrichanturia
სირბილის დროს ჯვრისწერაც შეიძლება

image თუ კანონიერ მეუღლეებად ქცევის სურვილი

მყარი და საბოლოოა, მაშინ დაქორწინება ყოველთვის და ნებისმიერ ადგილას შეიძლება. როგორც ჩანს, სწორედ ასე ფიქრობდნენ ბრიტანელი შეყვარებულები, რომლებიც პირდაპირ ლონდონური მარათონის დროს დაქორწინდნენ. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ისინი მარათონის პასიური მაყურებლები კი არა, აქტიური მონაწილეები იყვნენ.

კეტი ოსტინს, როგორც ჩანს, ტრადიციული ჯვრისწერის ცერემონიები დიდად არ ხიბლავდა. სწორედ ამიტომ, ბრიტანელმა გადაწყვიტა მისი ქორწილი განსხვავებული ყოფილიყო. წყვილს ბევრი აღარც უფიქრია - ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ტრადიციული ლონდონის მარათონი იყო დაგეგმილი, ნეფე-პატარძალმა, მშობლებთან ერთად სირბილი დაიწყო და "გზადაგზა" ლეგენდარულ ტაუერის ხიდზე ჯვარიც დაიწერეს. აღსანიშნავია, რომ სიძე და სიმამრი ტრადიციულ პერანგსა და ჰალსტუხში იყვნენ გამოწყობილნი, თუმცა შარვლის მაგივრად ორივეს "შორტი" ეცვა, პატარძალს კი სპილოსძვლისფერი საქორწილო კაბა ემოსა და თავს გრძელი ფატა უმშვენებდა. ბრიტანელი პატარძლის ჩაცმულობაში დასაწუნი არაფერი იყო, რომ არა ერთი "მცირე" დეტალი: გოგონას ფეხსაცმელების მაგივრად ბოტასები ეცვა: მას ხომ დაქორწინების პარალელურად უნდა ერბინა კიდეც. კეტი ფინიშამდე ისე მივიდა, რომ მაკიაჟი და ვარცხნილობა იდეალურად შეინარჩუნა.

თავად საქორწინო ცერემონია გეგმის მიხედვით წარიმართა: სირბილის დროს წყვილი მხოლოდ ერთხელ გაჩერდა და ისიც ჯვრის დასაწერად, ფინიშზე მისული ახალშექმნილი ოჯახი კი მილოცვებს იღებდა.

0
13
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0