საზოგადოება ყველაზე მაღალი ქალი დედამიწაზე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა 2012, 16 დეკემბერი, 12:26 პეკინში, გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჩინელი ქალბატონი, იაო დეფენი. იგი გინესის რეკორდების წიგნში იყო შეყვანილი და მძიმე ონკოლოგიური დაავადების შედეგად გარდაიცვალა 40 წლის ასაკში. ამ ასაკისთვის მისი სიმაღლე უკვე 2 მეტრსა და 36 სანტიმეტრს აღწევდა. იგი გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში, ნოემბერში, მაგრამ ხელისუფლებამ მისი გარდაცვალების შესახებ 5 დეკემბერს განაცხადა. იაოს ონკოლოგიური დაავადება მოზარდობის ასაკში დაუდგინდა. მაშინ სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ გოგონას შეუჩერებელი ზრდა, რომელიც წელიწადში 5 სანტიმეტრით იზრდებოდა, გამოწვეული იყო თავისა ტვინის სიმსივნით. ავთვისებიანი წარმონაქმნი ამოაჭრეს, მაგრამ იაო დეფენის სრული განკურნება მაინც ვერ მოხერხდა. 123 6-ს მოსწონს
|