სხვა სოფელი კობრა-ცხოვრება საშინელ გველებთან (+ ფოტოები) 2012, 14 დეკემბერი, 21:26 ტაილანდის ერთ-ერთი სოფლის სა-ნგოს წინაშე მწვავედ დადგა ტურისტების მოზიდვის პრობლემა. მიიღეს საოცარი გადაწყვეტილება. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს სახლში ჰყოლოდათ და მოეშენებინათ უწყინარი გველები, იმისათვის, რომ შემდეგ გაერთოთ სტუმრები. ეს იდეა მოეწონა სოფლის მოსახლეობას და განახორციელეს კიდეც. მას შემდეგ უკვე 60 წელი გავიდა და სოფელს ეწოდა ახალი სახელი-"კობრა". სოფელში 140 მცხოვრებია. ყველა ოჯახს პირდაპირ ქუჩაში აქვს ხის ყუთები, სადაც ეწევა მეურნეობას. ყველა სტუმარი, რომელიც აქ მოხვდება, გაოგნებულია სახეობათა მრავალფეროვნებით. აქ შეიძლება ნახოთ როგორც განსაკუთრებით შხამიანი კობრა, ისე აბსოლუტურად უწყინარი პითონი. ერთი კია, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ამდენი საშინელი არსებებია, განწყობა მუდამ სადღესასწაულოა, რამდენადაც ეს არსებები არიან გართობების და წარმოდგენების მთავარი მონაწილენი. ყველაზე პოპულარულია კრივი გველსა და ადამიანს შორის. რინგზე მებრძოლი ეპაექრება სამეფო კობრას, რომელიც უკვე წინასწარ გაღიზიანებულია, რაც უკვე არსებულ საშიშროებას კიდევ უფრო ამძაფრებს. იმის მიუხედავად, რომ ეს სანახაობები ტურისტებისთვის ამაღელვებელი და საშიშია, ადგილობრივი მცხოვრებნი სრული თანხმობით ცხოვრობენ ქვეწარმავლებთან. თავიანთ შვილებსაც თითქმის საფენებიდან აჩვევენ, როგორ უნდა მოუარონ აღსაზრდელებს და ასწავლიან ჩხუბსაც(რა თქმა უნდა საჩვენებელს). 273 5-ს მოსწონს
|