ტვინი ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. იგი აკონტროლებს ჩვენ სხეულს, პასუხისმგებელია ჩვენს გონებასა და ემოციებზე. ასე ფიქრობდნენ მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე, ვიდრე არ გამოჩნდა გამონაკლისი, ამერიკელი კარლოს როდრიგესის სახით, რომელიც პრაქტიკულად ტვინის გარეშე ცხოვრობს. მას აქვს ნახევარი თავის ქალა და ეს მას საშინელი ავტოკატასტროფის შედეგად დაემართა. იგი სხვა ადამიანებისგან არაფრით არ განსხვავდება, როცა ქუდით დადის.
26 წლის კარლოს როდრიგესი, რომელსაც ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მეტსახელად "ნახევარს"(Halfy)-ის ეძახიან, მოყვა საშინელ ავარიაში. იგი 14 წლის იყო, როდესაც მან მოიპარა მანქანა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ვერ დაიმორჩილა საჭე და ბოძს შეასკდა.
როდრიგესი მანქანიდან ამოვარდა და თავით დაერჭო მიწაზე. არავის არ ეგონა, რომ თავის ქალის ასეთი დაზიანების შედეგად იგი ისევ სრულ ჭკუაზე იქნებოდა, მას შუბლის ძვლები ნახევრად აღარ აქვს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, როდრიგესი კვლავ განაგრძობს დანაშაულებრივ ცხოვრებას, არც ნარკოტიკებისთვის დაუნებებია თავი, თუმცა მისთვის არ შეიძლება ნარკოტიკების გამოყენება და სამართალდამცავებთანაც ხშირად უხდება ურთიერთობა. იგი თავისი ცხოვრების ჩვეული სტილის შეცვლას არც ცდილობს.
ხოლო კარლოს როდრიგესის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, როცა იგი პოლიციაში მოხვდა მორიგი დანაშაულის ჩადენის გამო. ერთი წლის წინ იგი დაპატიმრებული იქნა, მაგრამ სამედიცინო დასკვნის საფუძველზე გაანთავისუფლეს. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა მისი ფოტოები ინტერნეტში და არავის არ სჯეროდა, რომ ეს ფოტოშოფი არ იყო.