x
image
nukrichanturia
ცოლიანი კაცი შემიყვარდა

image 19 წლის ვიყავი, როცა მეგობარი გოგონასგან გავიცანი მამაკაცი, რომელიც ცოლშვილიანი აღმოჩნდა. მე იმ პერიოდში შეყვარებული მყავდა. ისე მოხდა, რომ ჩემმა შეყვარებულმა სხვა მოიყვანა ცოლად, თუმცა ამის მიზეზი დღესაც არ ვიცი. ჩემმა ახალმა ნაცნობმა მამაკაცმა ისარგებლა ამით და თითქოს თანაგრძნობის გამო მირეკავდა და მამშვიდებდა. ჩემი მეგობრებისგან გავიგე, რომ მოვწონდი. მე ისეთ დეპრესიაში ვიყავი, რომ მისი ზარები მსიამოვნებდა. ასე გაგრძელდა რამდენიმე თვე და ჩვენი სატელეფონო ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. მის გარეშე ყოფნა არ შემეძლო, ჩვენმა შეხვედრებმა უკვე სისტემატიური ხასიათი მიიღო. მასაც სიგიჟემდე ვუყვარდი, მაგრამ ჩვენს შორის უზარმაზარი ბარიერი არსებობდა. მას ოჯახი ჰქონდა და შვილი ჰყავდა. როგორც თვითონ მიყვებოდა, ცოლმა სიცივე იგრძნო, დაათრო და მასთან ისე დაამყარა ინტიმური კავშირი. იმ ღამის შემდეგ კი დაფეხმძიმდა. ეს რომ გავიგე, საშინლად ვიგრძენი თავი. ვფიქრობდი, რომ აღარასდროს ვნახავდი, მაგრამ უერთმანეთოდ ვერ გავძელით, ჩვენი შეხვედრები ისევ განახლდა, ამასობაში მას მეორე ბიჭიც შეეძინა. ცოლს განქორწინება მოსთხოვა, მაგრამ ის უარზეა. ჩემს შეყვარებულს კი სახლში მისვლა აღარ უნდა. ხან სად სძინავს და ხან სად. მეუბნება საქართველოდან წავიდეთო, თუმცა ოჯახის შიშით ამას ვერასოდეს გავრისკავ, რადგან მკაცრი მშობლები მყავს. უკვე 23 წლის ვარ და არ ვიცი რა ვქნა, ცხოვრება კოშმარად მექცა. ჩემს პრობლემებთან ერთად იმასაც ვფიქრობ, სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერება როგორ ავაგო, ღმერთი ამას არ მაპატიებს.

29
5176
9-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
5176
  
2013, 23 ნოემბერი, 13:24
es adamiani mas ojaxs ar ungrevs is tviton ingrevs ojaxs.. ojaxi da shvilebi rom domeboda mashin amastanac ar gaabamda urtiertobas
2013, 23 ნოემბერი, 12:29
tavisit tu daingreva mere iaqtiuros aman . ise codvas nu chaidens da ojaxi ar daangrios bavshvebi mainc sheicodos. adamiani ar unda daangrio sxvisi ojaxi sheni bednierebis gamo, tu is daingreva mere ibrdzole mastan yofnaze manamde sxvas nu gaumwarebs cxovrebas
2013, 23 ნოემბერი, 12:20
chrmi azrit ojaxshi sadac siyvaruli ar aris is ojaxi odesme mainc daingreva..
2013, 23 ნოემბერი, 12:19
xo magram es gogo ambobs rom tavidan ar ivoda is tu colshviliani iyo rom sheuyvarda mere utxra da am shemtxvevashi kacia damnashave.da exla verafers shecvlis radgan ukve uyvart ertmaneti da hsiedzleba am siyvaruls msxverplic moyves.radgan siyvarulis dakargva dzaan rtulia..
2013, 23 ნოემბერი, 12:14
nagdad guls ver ubrdzaneb vinme sheiyvaro, siyvaruli tavisitda uneburad modis .magram rac ar unda iyos sxvas ojaxi ar unda daungrios rogorc ar unda uyvardes
2013, 23 ნოემბერი, 11:48
ici raa? guls ver ubrdzaneb vin sheiyvaro da vin ara.. me girchev rom sheni siyvarulli klanchebit daicva da gayve iq sadac iq geubneba radgan sheidzleba is dakargo da mere martla inaneb mis dakargvas..sashinelebaa sayvareli adamianis dakargva.. tqven ki xalxno ra uflebit ganikitxavt..mas xom ar undoda sheyvareboda.guls sheuyvarda da patytivi unda scet sxvis grdznobebs.. chemo kargo ar danebde da shens siyvaruls gaufrtxildi torem shemdeg inaneb tu dakarge is
2013, 24 სექტემბერი, 20:40
tu mshoblebis geshinia,aba ra ginda sul varketilis sastumroshi:)
2013, 23 სექტემბერი, 22:33
მკაცრი მშობლები ,რომ გყოლოდა 23 წლის გოგო ცოლიანი კაცის საყვარელი კი არ გახდებოდი
2013, 12 სექტემბერი, 13:31
კაცები ხომ არ გაწყვეტილა რომ ცოლიანს გადაეკიდე ნახე შენი შესაფერისი თავისუფალი მამაკაცი რათ გინდა პრობლემემიანი კაცი
2013, 12 სექტემბერი, 12:53
http://love.mail.ru/anketa.phtml?oid=1164817560&hit=3 წერეტ და იკიტხეტ ეხლა :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10