შოუბიზნესი ნინა წკრიალაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერთა აქციაზე მივიდა 2012, 8 დეკემბერი, 10:26 ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ნინა წკრიალაშვილი, ვერ გაჩერდა სახლში იმის გამო, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის მორიგი დაკითხვა მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. იგი ნაციონალების მიერ გამართულ აქციაზე მივიდა, რომელიც ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერად გაიმართა. წკრიალაშვილი მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ პრემიერმინისტრს პირადად არ იცნობს, დარწმუნებულია იმაში, რომ მას არანაირი ყალბი პასპორტი არ ჰქონდა და მერაბიშვილის დაკითხვებს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს. ნაციონალების მიერ გამართულ ვანო მერაბიშვილის აქციაზე ნინა წკრიალაშვილი, მივიდა როგორც მოქალაქე, რადგან იგი ბატონ ვანოს უდანაშაულოდ მიიჩნევს და თვლის, რომ მერაბიშვილი ეს ის პოლიტიკოსია, რომელმაც შეძლო საქართველოში მცირე დროის მანძილზე სტაბილურობა და უსაფრთხოება შეექმნა. 310 6-ს მოსწონს 2-ს არა
|