x
image
nukrichanturia
ცოლიანი კაცის საყვარელი - მსხვერპლი თუ მონადირე?
image ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ცოლიანი კაცის საყვარლის როლში ყოფნა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ქალებს შეუძლიათ. მოდით, მათი ტიპები, ხასიათები და პერსპექტივები განვიხილოთ.

1. მსხვერპლი.

ამ ტიპის ქალები საკუთარ თავში დარწმუნებულები და დამოუკიდებლები არიან. მათ სრულფასოვანი და საინტერესო ცხოვრებისათვის მუდმივად სჭირდებათ ადრენალინი. ისინი აბსოლუტურად გაცნობიერებულად ირჩევენ ცხოვრების თანამგზავრად ცოლიან მამაკაცს. ალბათობა იმისა, რომ საყვარელი მამაკაცის ცოლთან პრობლემები და კონფლიქტები ჰქონდეთ, საკმაოდ მაღალია. ასეთი ტიპის ქალები იმისათვის, რომ მამაკაცი აეჭვიანონ უცნობებთან კონფლიქტებსავ კი არ ერიდებიან. ზოგიერთ მამაკაცს ასეთი საყვარელი აწყობს კიდეც, რადგან ცოლის გვერდით სათანადო ემოციებს ვერ იღებს და თავგადასავლებს გვერდზე ეძებს.

2. რომანტიკოსი.


ის მეოცნებე, რომანტიკული და გულწრფელია. შეიძლება ითქვას, რომ ღრუბლებში დაფრინავს და მელოდრამების გავლენით ცხოვრობს. ასეთ დროს კი მის ცხოვრებაში ჩნდება ლამაზი, ჭკვიანი, თამამი, მაგრამ დაოჯახებული მამაკაცი. ბუნებრივია, რომანტიკოსი ქალი ცხოვრებას ილუზიებსა და ოცნებებში აგრძელებს, რის გამოც ვერ ახერხებს მოვლენების რეალურად შეფასებას. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს შანსი, გახდეს საყვარელი მამაკაცის ცოლი, თუ საქმე ჭეშმარიტ სიყვარულს ეხება.

3. მზრუნველი.

ასეთი ქალი ზრუნავს საყვარელ მამაკაცზე და სანაცვლოდ არაფერს ითხოვს. მას აინტერესებს მისი სამუშაო, ინტერესები, ზრუნავს მის სიმშვიდესა და ყოველივე ამას აბსოლუტურად უანგაროდ აკეთებს. ასეთ დედიკო-საყვარლებს მეტი შანსი აქვთ, რომ ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინონ, რადგან მათი ერთგულება და უანგარო სიყვარული იმის გარანტიაა, რომ ყოველივე კონფლიქტებისა და გართულებების გარეშე მოგვარდეს.

1
477
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
477
  
2012, 23 დეკემბერი, 15:51
სულაც არაა სავალდებულო,ცოლი გახდეს მისი..მაშინ,ხომ რომანტიზმი და მიმზიდველობა გაქრება..? :)
0 1 1