ქალი და მამაკაცი სექსუალობა ხმაზეა დამოკიდებული? 2012, 5 დეკემბერი, 20:25 უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ ადამიანის სექსუალობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, ერთ-ერთი მათგანი ხმის მიმზიდველობა ყოფილა. სწორედ ამ დასკვნამე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები. თუმცა მათაც რომ არ დაედგინათ, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხშირად მოგვისმენია სიყვარულის ისტორიები, რომლებიც სატელეფონო ნაცნობობასა და ხმით მოხიბვლაზე იყო აგებული და ისიც ფაქტია, რომ ბევრ მამაკაცი ქალის ხმას მის უნახავად მოუხიბლავს.
როგორც მეცნიერებმა დაადასტურეს, ხმის მიხედვით ბევრი რაღაცის გაგება შეიძლება. გარეგნობის თუ არა, ადამიანის სექსუალურობის ნამდვილად.
თურმე მომხიბლავი ხმის პატრონი ყველა ქალი, თავისუფალი ბუნებით არ გამოირჩევა, მაგრამ რაც მეტი პარტნიორი ჰყავს ქალს, მით უფრო მაცდუნებელია მისი ხმა.
ამერიკელებმა საგანგებო გამოკითხვაც კი ჩაატარეს მამაკაცებს შორის და დაადგინეს, რომ სექსუალური ხმის მქონე ქალებს შედარებით პატარა მკერდი და უფრო ფართო თეძოები ჰქონიათ, მომხიბლავი ხმის მქონე მამაკაცებს კი უფრო ფართო მხრები და შედარებით ვიწრო თეძოები.
სხვათა შორის, ზოგიერთი მკვლევარი იმასაც ამტკიცებს, რომ არსებობს გარკვეული კავშირი გარეგნულ მომხიბვლელობასა და მამაკაცის სპერმის ხარისხს შორის, ასევე სახის სილამაზესა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის, როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს შორის. ასე რომ, თუ პაემანზე "ბრმად" აპირებთ წასვლას, მკვლევრები გირჩევენ, კანდიდატის ნახვამდე მისი ხმა მაიმც მოისმინოთ, რადგან ხმის მიხედვით გარკვეული დასკვნების გამოტანას ნამდვილად შეძლებთ. 42 3-ს მოსწონს
|