ასტროლოგია რა მოგველის დეკემბერში -ასტროლოგიური პროგნოზი 2012, 28 ნოემბერი, 17:13 დამეთანხმებით, ნებისმიერ ჩვენგანს აინტერესებს "ჩაიჭყიტოს" მომავალში და დაინახოს თუ რა შეიძლება მოხდეს ორი, სამი დღის ან სულაც ერთი თვის შემდეგ. ასტროლოგიური გათვლები, საშუალებას გვაძლევს, ზუსტი პროგნოზები გავაკეთოთ თუ რა მთავარი ტენდენციებია მოსალოდნელი უახლოეს პერიოდში. მაშ ასე, გადავხედოთ რას გვიმზადებს დეკემბერი? მთელი დეკემბრის მანძილზე, მარსი-პლუტონის კვადრატურაა. ამ ორი დამსჯელი პლანეტის დაძაბული ასპექტი, ბევრ სფეროში "წმენდას" გამოიწვევს და ძველი ცოდვების გამო ბევრს მოეკითხება პასუხი. 4 დეკემბერს მარსი-პლუტონის შეერთებაა. ამით ოდნავ შერბილდება 20 ნოემბერს დაწყებული "ფეთქებადი" და რთული პერიოდი ბევრისთვის. 13 დეკემბრამდე ვენერა-მარსის სექსტილია. ეს არის საუკეთესო პერიოდი სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. გახშირდება რომანტიული ნაცნობობის, გრძნობების აქტიურად აფიშირების მაგალითები. .მთელი დეკემბერი სატურნი აკეთებს სექსტილს პლიტონთან, ეს საუკეთესო პერიოდია ჯანსაღად მოაზროვნე, ფრთხილი ადამიანებისთვის ვისაც უნდა სამომავლო სტაბილურობის და კეთილდღეობისთვის პირველი ნაბიჯები გადადგას. დაიმახსოვრეთ, ახლა გეძლევათ შანსი, კარგი კაპიტალდაბანდება გააკეთოთ ბიზნესის ამა თუ იმ სფეროში. 8 დეკემბრამდე, მზე იუპიტერის ოპოზიციაშია. დიდია ალბათობა ამაო დაპირებების, სამომავლო გეგმები რომელიც ამ დროს დაისახება ნაკლებად განხორცელდება მომავალში. ნუ ენდობით დაპირებებს, შეეცადეთ იაზროვნოთ რეალისტურად. 7-14 დეკემბერს მერკური -ნეპტუნის კვადრატურაა. ილუზიები, მაქინაციების კეთების სურვილი და სხვადასხვა სახის "დაბოლების" მცდელობები მატულობს ადამიანებში. დიდია ავარიების ალბათობა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იქნება ჩადენილი. დიდი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას!! არ გაიკეთოთ ქირურგიული ოპერაციები. 8 დეკემბერს, მთვარის, მარსის და პლუტონის რთული ტაუკვადრატი აქტიურდება, ამ პერიოდში ბევრი წყვილი მოინდომებს ურთიერთობის გარკვევას. მოერდეთ ნეგატიურ ემოციებს და კონფლიქტურ სიტუაციას ნუ შექმნით, დაიცადეთ მანამ სანამ ეს ასტპექტი განეიტრალდება. შემდეგ გაცილებით უკეთ გაანალიზებთ სიტუაციას. 10-17 დეკემბერს მერკური ტრინს გააკეთებს ურანთან. დრო დადგება ნებისმიერი კრეატიული და თამამი ჩანაფიქრის განსახორცელებლად. შესაძლებლობა მოგეცემათ ახალი, საინტერესო ნაცნობები შეიძინოთ. ან დრო სასიამოვნოდ გაატაროთ მეგობრების წრეში. 12-26 დეკემბერს, ვენერა კვადრატს ქმნის პლუტონთან, აკეთებს ტრინს ურანთან და ოპოზიციას იუპიტერთან. ეს გამოიწვევს სექსუალური სახის თავაშვებულობის მიმართ დიდ მოთხოვნილებას ადამიანებში, ასევე ფულის ფლანგვის დაუცხრომელ სურვილს. შეეცადეთ აკონტროლოთ თქვენი მადა. რადგან ეს სავალალო შედეგამდე მიგყვანთ!! 14-20 დეკემბერს, მერკური ოპოზიციაშია იუპიტერთან და ლილიტთან. იზრდება იურიდიულ საკითხებში პრობლემების ალბათობა, შეეცადეთ ამ დროს არ გააკეთოთ არავითარი მნიშვნელოვანი შეთანხმება, არ დაიწყოთ ახალი საქმე! 15-დან დეკემბრის ბოლომდე, აუცილებელია მოერიდოთ მკვეთრ, ხისტ გამოსვლებს და ქმედებებს. შეეცადეთ იმოქმედოთ დიპლომატიურად ნებისმიერ სფეროში. რადგან გადამეტებული ეგოიზმით ბევრ პერსპექტიულ პროექტს ჩაშლით ან მოკავშირეებს დაკარგავთ. 3478 8-ს მოსწონს 3-ს არა
|