"ზურაბ ჟვანიას სიკვდილის ფაქტზე გამოძიება განახლდება"-ამის შესახებ განაცხადა ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ, პროკურატურაში ვიზიტის შემდეგ. იგი უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მან გამოძიებას, საქმესთან დაკავშირებული მასალები გადასცა და დოკუმენტაციასაც გაეცნო. გოგლა ჟვანიამ პროკურატურიდან გამოსვლისას განაცხადა, რომ ამ შეხვედრისას მათ კონკრეტულ მაღალჩინოსნებზეც ისაუბრეს, რომელებიც მისი ძმის მკვლელობასთან არიან დაკავშირებულნი. მან აღნიშნა რომ ადეიშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმის მასალებს აყალბებდნენ. გოგლა ჟვანიამ ეს პიროვნებები არაერთხელ დაასახელა უკვე, როგორც მისი ძმის მკვლელობის ინსცენირების მთავარი მონაწილეები.