საბუნებისმეტყველო ეინშტეინს ყველასგან განსხვავებული ტვინის აღნაგობა ჰქონდა 2012, 25 ნოემბერი, 20:12 ფლორიდას უნივერსიტეტის ანთროპოლოგებმა მეცნიერის 240 ნაწილად დანაწევრებული ტვინი შეადარეს 85 სხვა ჩვეულებრივი ადამიანის ტვინს. კვლევების პროცესში დადგინდა, რომ ეინშტეინის ტვინი ზომითა და ასიმეტრიული ფორმით არაფრით განსხვავდებოდა სხვა ადამიანების ტვინისგან. აი ტვინის ცალკეული ნაწილების აღნაგობა კი საგრძნობლად განსხვავდებოდა. სწორედ ამით იყო გამოწვეული ეინშტეინის არაორდინალური ფიზიკა-მათემატიკური, აბსტრაქტული, სივრცითი და მხედველობითი თვისებები. ტვინის სემატოსენსორული ნაწილის განსხვავებულობამ მეცნიერს ასევე ვიოლინოზე დაკვრის საოცარი უნარი აჩუქა. ეინშტეინის ტვინი ამოიღეს და დეტალურად გადაიღეს პრინსტონის ჰოსპიტალში 1955 წელს, პრაქტიკულად მის გარდაცვალებისთანავე. თვითონ ეინშტეინი ანდერძის თანახმად დაწვეს და მისი ნეშტი ქარს გააყოლეს. ტვინის ნაწილები გამოსაკვლევად წამყვან ნევროლოგებს გადასცეს და მათი დიდი ნაწილი 2010 წლამდე დაკარგულად ითვლებოდა, სანამ ერთ-ერთ კერძო კოლექციაში არ იქნა აღმოჩენილი. 337 14-ს მოსწონს
|