ერთმა ინკოგნიტო "მეგობარმა" პირადში (ფეისბუკზე) მომწერა: ჯალათი, ჯუჯა და უბადრუკი კომენდიანტი ხარ და შენი ადგილი "სვაბოდაზე" კი არა, ბაჩო ახალაიას გვერდით უნდა იჯდე "კამერაშიო". მწერდა და მწერდა, არ ჩერდებოდა, გადამრია და გადამიყვანა ჭკუაზე. ისე იყო გაცოფებული, რომ ჩემს სტატუსებს საერთოდ არ აქცევდა ყურადებას, თავისას უბერავდა. ბოლოს ვთხოვო, ჩემს სურათს კარგად დააკვირდი და მიხვდები, რომ ცდები-თქო. რას მებაზრები, შენს "მორდას" რა დამავიყებს, ელექტროშოკით გყავარ ნაწამებიო.
არადა, მთელი ცხოვრება ისე დავდივარ, არავის არა ვატკინო და ვავნო-თქო
ორი საათის შემდეგ ბოდიში მომიხადა, სხვაში შემეშალეთო