საოცრად შრომისმოყვარე, კეთილი და ღვთისმოსავი ბებია მყავდა. სულ სხვის გაჭირვებაზე წუხდა და დარდობდა, სულ პირჯვრის წერაში და გაჭირვებულებზე ლოცვა-ვედრებაში იყო. მარტო ცხოვრობდა სოფელში და კოლმეურნის მცირე ხელფასი რას ეყოფოდა. თვის ბოლოს, როგორც წესი, დედაჩემი უგზავნიდა თანხას. სიკვდილის წინ დაგვიბარა სოფელში და დედას გაზეთში გახვეული 8 ათასი მანეთი გადასცა.თურმე დედაჩემის გაგზავნილ თანხას ხელს არ კიდებდა, ისევ მისთვის აგროვებდა.
არ მიყვარს სევდიანი სტატიების წერა, მაგრამ დღეს მისი დაბადების დღეა და...