საზოგადოება ქართული სუფრის ტრადიციები 2012, 19 დეკემბერი, 18:33 ამასწინათ სუფრაზე გახლდით, თამადად მჭერმეტყველი კაცი დანიშნეს. ურიგო თამადა ნამდვილად არ ეთქმოდა. დაზეპირებული და არაორდინალური სადღეგრძელოები, ცოტა სიმღერა, ცოტა იუმორი, ცოტა პოეზია...ერთი სიტყვით, სუფრას საქმის ცოდნით უძღვებოდა.უკვე საკმაოდ შეზახორშებული ვიყავით, როდესაც მან სუფრის წევრების პერსონალური სადღეგრძელოების თქმა ინება. ინება და იმ წუთიდან სუფრა აუტანლად ყალბი გახდა. რა თქმა უნდა, პერსონალური დითირამბები ჩემთვის სიახლე არ გახლდათ, მაგრამ ადრე რატომღაც არ მაღიზიანებდა, უფრო ზუსტად, ყურადღებას არ ვაქცევდი. ერთი სიტყვით, ადამიანმა, რომელიც საერთოდ არ მიცნობდა ქებით ცაში ამიყვანა და გამაღმერთა. მაგრამ ეს არაფერი, ჩემთვის მთავარი სიახლე გახლდათ ის, რომ დიდი ქველმოქმედი ვყოფილვარ. არადა, თუ არ ჩავთვლით მათხოვრებზე მოწყალების გაცემას(ძალიან მოკრძალებულის, ისიც იშვიათად) არსად და არასდროს თეთრი არ გამიცია. ქართული სუფრის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ. პირიქით, სუფრის ტრადიციებიც მომწონს და თამადის ინსტიტუტიც, მაგრამ პერსონალური სადღეგრძელოები მაგრად მაღიზიანებს. თქვენ? 548 66-ს მოსწონს 3-ს არა |
Sufraze tamada aqebs da adidebs maspindzels iq leqsit,iq simgherit sadgegrdzeloti da aqet es maspindzelic tito sheqebaze Erti cxvari michuqebia,chemi cxeni damitmia ,xar-kamechic,isac gagulisebuli mets aqebda...meore dghes daadgeba tavze tamada maspindzels aba dapirebuli saqoneli sadaao? Ra saqoneli shen sityvit maxarebdi mec sityvit gagaxareo..
Eg kacs pirshi unda....
Udzraxo.