x
image
ლიცი
Mediator image
ეს ისე, ვითომ ხუმრობით

imageმეუღლე შემიჩნდა, გინდა თუ არა, საათი მარჯვენა მაჯაზე გაიკეთე ფული და წარმატებები მოაქვსო. მაგალითად პუტინი და ივანიშვილი მომიყვანა. ცოტა კი გავჯიუტდი, მაგრამ ცოლმორჩილი ადამიანი ვარ და დავყაბულდი. წარმატებების და ფულის რა მოგახსენოთ ( არსაით ხმა, არსაით ძახილი), მაგრამ კითხვა, რატომ მიკეთია საათი მარჯვენა მაჯაზე ბევრმა ადამიანმა დამისვა. მეც ბრიყვული ღიმილით ხან რას მივედ-მოვედები და ხან-რას.აბა რა ვქნა? რომ ვუთხრა ფული და წარმატებები მოაქვს, საილუსტრაციოდ კი პუტინი და ივანიშვილი მოვიყვანო, დაიხოცებიან სიცილით. აქ-ღიმილის ღიმილაკი

13
560
56-ს მოსწონს
5-ს არა
ავტორი:ლიცი
ლიცი
Mediator image
560
  
2013, 20 სექტემბერი, 20:26
მორჩილება რა შუაშია გაგებაა მთავარი ,დამორჩილებით ადამიანები მხეცებს ვიმორჩილებთ ...:D
2013, 25 აპრილი, 7:11
კარგია:)
2013, 23 აპრილი, 14:14
კარგია
2013, 7 აპრილი, 21:12
თუ წარმატება არ მოგიტანათ საათის მარჯვენა ხელზე გაკეთებამ, სამაგიეროდ საზოგადოების ყურადღების ობიექტი გახდით:), არც ესაა ცუდი
2013, 18 მარტი, 1:50
გაიხარეთ
2013, 18 მარტი, 1:48
ისეთი ბედნიერი ყოფილიყავით, საათი არ დაგჭირვებოდეთ
2013, 11 თებერვალი, 14:41
100% გეთანხმებით !
2013, 11 თებერვალი, 14:39
ისე სულართია რომელ ხელზე ეკეთება საათი ადამიანს,მთავარია რომ კომფორტულად იყოს მორგებული,მაგრამ ერთი პატარა დაკვირვება მინდა ავღნისნო: ადამიანი რომელიც ცაცია არ არის იმას მარჯვენა ხელი უფრო მოქმედებაში ჰყავს ხომ? ანუ თითქმის მარჯვენა ხელი აქვს დატვირტული. ხოლი ვინც ცაცია არის იმას პირიქით-მარცხენა ხელი აქვს დატვირტული.
ჩემის აზრით თუ ადამიანს უკეთია საათი იმ ხელზე რომელიც ხშირად არის მოქმედებაში უფრო დიდი შანსია რომ საათი დააზიანოს!!!
(მე მაგალითად სამაჯური მეკეთა მარჯვენა ხელზე და რამოდენიმეჯერ გამიწყდა, ერთხელ მაგალითად კარებს ვაღებდი და სახელურს გამოვკარი:)))
2013, 9 თებერვალი, 18:48
მომიკვდეს თავი, ხო არაფერი იტკინეთ:)))
2012, 26 დეკემბერი, 22:27
დავეცი.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10