საზოგადოება ქამელეონი 2012, 24 ნოემბერი, 10:18 მეზობლად ერთი ჯეელი ცხოვრობს, ხუთი წლით იქნება ჩემზე უმცროსი, კომუნისტების დროს თბილისის ერთ-ერთი რაიონის რაიკომში მუშაობდა ინსტრუქტორად, მახსოვს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.ერთხელ მითხრა, კომუნისტობა ჩემი შინაგანი მოწოდებაა, კომუნისტად ვარ დაბადებულიო.მაგრამ მორჩა კომუნისტების ''ბაირამი'' და ჩემმა ''კომუნისტად დაბადებულმა'' მეზობელმა საოცარი სახეცვლილება განიცადა-ზვიადისტი გახდა.გამგეობიდან თანამშრომელთა უმეტესობა დაითხოვეს, მაგრამ მას ეს წმენდა არ შეხებია, პირიქით, დააწინაურეს.რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ზვიადს უღალატა და ედუარდის ბანაკში ამოყო თავი.უყვარდა ედუარდს ნაკომუნისტარი კადრები, ჰოდა, გაუშვა ერთ-ერთ სამინისტროში ''გემრიელ'' ადგილზე.''ვარდების რევოლუციის'' შემდეგ ცოტა დაერხა, თანამდებობას ვინ ჩივის, კინაღამ დაიჭირეს.ცოტა ხანი ჩრდილში იყო, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ჯერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად გაიჩითა ნაციონალების კვოტით, ხოლო შემდგომ კორპუსის კოორდინატორად. გუშინ შემხვდა, ხელკავი გამიკეთა და მეუბნება -''ბატონო რამაზ, ბიძინა განგებამ გამოგვიგზავნა, რას იტყვითო'' 195 16-ს მოსწონს
|