საქართველო გაქცეული მინისტრების კრებული 2012, 20 ნოემბერი, 11:20 ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, იმდენი ადამიანი დაიკარგა, რომ რთულია ყველა გაიხსენო. ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია, რომელსაც მუდამ ქარ-ცეცხლში ატარებდა საზოგადოების დიდი ნაწილი და ამას ვინ დაეძებს, მას ხშირად შეურაცხმყოფელი ეპითეტებითაც ამკობდნენ ახლა დაკარგულია. სკანდალურიიყო მისი პირადი ცხოვრებაც. მდგრადი მინისტრის მაშინდელი ოჯახური ცხოვრება არც ისე მდგრადი აღმოჩნდა და პოლიტიკურ კარიერას მისი პირადულიც შეეწირა. კარგა ხანია უკვე ვერა საზოგადოებას აღარ უნახავს. ქალაქში დადის ჭორები იმის შესახებ, რომ ვერა ქობალიამ საქართველო დატოვა, თუმცა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ის პრეზიდენტის მრჩევლად გადაიყვანეს. ყველას გახსოვთ ციხის ის შემზარავი კადრები, რის შემდეგაც საზოგადოების დიდი ნაწილი, ხათუნა კალმახელიძის დაპატიმრებას ითხოვდა. მაშინდელი სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძის სახე მისი გადადგომის დღიდანვე გაქრა. კალმახელიძემ ყველაფერს თავი აარიდა და უბრალოდ გაქრა. 430 3-ს მოსწონს
|