ქალი და მამაკაცი მარტო სახლში ანუ საყვარელი მამაკაცის ჯიბესა თუ მობილურში "შემძვრალი" ქალები 2012, 18 ნოემბერი, 14:52
ადრე თუ გვიან ყველა ქალს სწყინდება ყოველდღე სამსახურში სიარული და შინ ჯდომას ამჯობინებს და ძირითად "პროფესიად" დიასახლისობას ირჩევს, მაგრამ ისეთი იღბლიანი ქალბატონებიც არსებობენ, რომლებსაც სამსახური შინ აქვთ. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივად სახლში ჯდომა ქალის ბუნებაზე უარყოფითად აისახება.
თავიდან ყოველდღე 12 საათამდე იძინებ. შემდეგ შეშფოთებული წამოხტები, რადგან გაგახსენდება, რომ ქმარი სამსახურში საუზმის გარეშე წავიდა და შენი პირველი ნახევრის შესვენებაზე დაბრუნებამდე სახლის მისალაგებლად და სადილის მოსამზადებლად სულ 2 საათი გაქვს. ყველაფერში დამნაშავე კი დროა, შინ ყოფნისას ვერ გრძნობ, როგორ შეუმჩნევლად გადის. სცადე დღის განრიგი დილიდანვე შეადგინო.
უკვე დიდი ხანია, რაც ყვავილებით მოჩითული ხალათით შინ აღარავინ დადის, მაგრამ ზოგიერთ ქალს შინ ჩასაცმელად მხოლოდ შელახული ტანსაცმელი ემეტება. თუ დიასხლისი ხარ, გამოდის რომ დროის უმეტესს ნაწილს სწორედ ასე ჩაცმული ატარებ. თუ გარეთ გასვლისას საუკეთესო ტანსაცმელს იცვამ, მაშინ რატო არ უნდა მოიქცე ასე საკუთარი ოჯახის წევრებისთვის? საშინაო ტანსაცმელი შესაძლებელია იყოს არა მარტო მოხერხებული, არამედ ლამაზიც და სექსუალურიც კი. არ დაივიწყოთ საშინაო ფეხსაცმელი. დიდყურა კურდღლებისა და ფუმფულა ძაღლის ფორმის ფაჩუჩების დრო წავიდა.
როგორც წესი დიასახლისები გაცილებით ეჭვიანები არიან, ვინაიდან უსაქმურად ყოფნის დროს, თავში ათასგვარი სისულელე მოსდით. ამიტომ ქალების უმეტესობა ქმრის გრაფიკის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს. ეს შესაძლოა, ერთგვარ გასართობადაც კი გექცეს. მიუხედავად იმისა, ქმარი საკუთარი გრაფიკის თაობაზე სრულ ინფორმაციას ნებაყოფლობით მოგაწვდის თუ არა, ალბათ მის გადამოწმებას და ქალური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეეცდები. ასეთ დროს ცნობისმოყვარეობა ჯანსაღ აზრს ჯაბნის და ხელი თავისთავად გაგექცევა ქმრის პიჯაკის ჯიბისკენ და თუ ამის საშუალება გექნება, მის მობილურსაც გადაამოწმებ: ვის დაურეკა, ვინ დაურეკა, ვისი მესიჯის ზარი წრიპინებდა ცოტა ხნის წინ?... ნაზი, მეგობრლი ურთიერთობის შესანარჩუნებლად ვინმეს კონტროლი საუკეთესო საშუალება სულაც არ გახლავთ, რადგან ამით შენს პარტნიორს მუდმივად ტყუილის თქმას აიძულებ. რაც მეტის გაგებას მოინდომებ, მით მეტად მოაქცევ ჩიხში და მით უფრო აგრესიული იქნება მისი საპასუხო რეაქცია. თუ შენსას მაინც არ იშლი, ქმრის მობილური "ხელებს გწვავს" და ვიდრე მისი პატრონი სააბაზანოში ღიღინებს, შიგ "შეძრომას" თუ მოინდომებ, დაფიქრდი, მზად ხარ თუ არა ამისთვის. 1212 15-ს მოსწონს 2-ს არა
|