სხვა საახალწლო განწყობა (გააკეთე შენი ხელით) 2012, 16 ნოემბერი, 12:46 დამეთანხმებით ახალი წელი ერთ- ერთი საუკეთესო დღესასწაულია. ყველა ველოდებით ჩვენს ცხოვრებაში, თოვლის პაპის მოსვლას თუ არა, საუკეთესო სიახლეებს მაინც. განწყობის ასამაღლებლად დავდივართ ბაზრობა- მაღაზიებში და ვყიდულობთ ბევრს თუ არა, ერთი -ორ ახალ სათამაშოს მაინც ნაძვის ხის მოსართავად. ისიც გააჩნია ჯიბის სისქეს თუ, როგორი ხარისხის სათამაშოს შევიძენთ. გდავაზობთ იდეას, თუ როგორ შეიძლება აიმაღლოთ საახალწლოდ განწყობილება საკუთარი ხელით შექმნილი ნაძვის ხის სათამაშოთი. 1 აიღეთ თეთრი ფერის ნათურა(უმჯობესია გადამწვარი) 2 ნაჭრისაგან შეკერეთ წვეტიანი ქუდი და გაუკეთედ ჩამოსაკიდი, ძაფისაგან დაწენით ნაწნავი, რაიმე მყარ მასალას მიეცით წვეტიანი ფორმა და შეღებეთ. 3 ნათურას მიახატეთ თვალები, წარბები, ტუჩები და ლოყები. 4 მიაწებეთ ცხვირი, ნაწნავები და ქუდი ეს ბიჭი და ესეც გოგო. 492 6-ს მოსწონს
|