x
რატომ არ სურთ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების შედეგის აღიარება?

imageარჩევნების შემდეგ ფორმალურად პოლიტიკურმა პარტიებმა აღიარეს მისი სამართლიანობა და პარლამენტში ადგილებიც გადაინაწილეს, მაგრამ წინასაარჩენო დაპირისპირება ჯერაც გრძელდება. საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციაში აღმოჩნდა, ქართული ოცნება უმრავლესობად მოგვევლინა, თვითვმართველობებში კი კვლავ ნაციონალების კანდიდატები არიან. დარღვეულია მართვის ჯაჭვი, პრეზიდენტი არ თანამშრომლობს მთავრობასთან, მთავრობა არ თანამშრომლობს თვითმართველობებთან. image

ამ ჯაჭვის გაწყვეტა უარყოფითად აისახა მოსახლეობაზე, დაიწყო მასობრიბი გაფიცვები და ფაქტობრივად პარალიზებულია ყველა უწყება. გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, რომ საქართველოში ორხელისუფლებიოანობაა, ამით მან განამტკიცა აზრი იმის სესახებ, რომ ერთმანეთთან არ თანამშრომლობს უმრავლესობა და უმცირესობა. ამის პარალელურად ქართული ოცნებაც თავის მხრივ წინ უსწრებს თვითმართველობის არჩევნებს და აქციებით ცდილობს ზეწოლა მოახდინოს მათზე. საბოლოო ჯამში სახეზეა ფაქტი იმისა, რომ არც ერთი მხარე არ აღიარებს არჩევნების შედეგს და უფრო მეტი ძალაუფლებისთვის იბრძვის. ამ ბრძოლას კი საბოლოო ჯამში ისევ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა და ინტერესები ეწირება.

1
88
3-ს მოსწონს
ავტორი:newman88
newman88
88
  
2012, 14 ნოემბერი, 2:16
თვითმართველობაზე ზეწოლა მეტყველებს იმაზე რომ საქაერთველოში განუკითაობაა, არ არსებობს კანონის უზენაესობა, ვისაც რა უნდა იმას ჩადის. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია.
0 1 1