კონფლიქტები როდის იძიებენ ჩეჩნები შურს? 2012, 9 ნოემბერი, 23:24 ლაფანყურის სპეცოპერაციამ როგორც სწრაფად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება ისე სწრაფად მიივიწყა ყველამ. გაირკვა, რომ ჩეჩენ მოხალისეებს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ამზადებდნენ და აიარაღებდნენ, ისინი სპეციალურად ჩამოჰყავდათ საქართველოში სხვადახვა ქვეყნებიდან, აეროპორტში მათ საქართველოს ძალოვანი სტუქტურების ავტომობილები ხვდებოდნენ და გადაჰყავდათ კონპირაციულ ბინებში. მოხალისეებს შორის საქართველოს მოქალაქე ქისტებიც იყვნენ. როგორც ირკვევა საქართველოში ორასამდე ჩეჩენი ჩამოვიდა, მათ დათა ახალაია კურირებდა. ქართველები ჰპირდებოდნენ მათ, რომ გაუხსნიდნენ დერეფანს დაღესტნის ან ჩეჩნეთის საზღვრის მონაკვეთისკენ. როგორც აღმოჩნდა ისინი მწარედ მოატყუეს. ჯერ დრო გაუწელეს, შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია მოსთხოვეს და ბოლოს არჩევნების პერიოდი შესთავაზეს. უმრავლესობამ უარი თქვა და დატოვა საქართველო. დარჩა 20-30 მოხალისე, რომელთაც მისცეს ხელში იარღი და აიყვანეს ლაფანყურის ხეობაში. შემდეგ უცებ ალყა დაარტყეს ქართულმა სპეცსამსახურებმა და იარაღის დაყრა მოსთხოვეს. ამ ვერსიას ყვება დაღუპილი ქისტის მშობელი მეცრე არხთან მიცემულ ინტერვიუში. შემდეგ რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით ეს ბიჭები ჩახოცეს. ზოგმა გაქცევით უშველა თავს ზოგიც დაიკარგა. ეხლა კი სენსაციური ინფორმაცია, ამ ბოლო დღეებში ისევ დაიწყო მასობრივად ჩეჩნების ჩამოსვლა საქართველოში, მათ ისევ ქართული სპეცსამსახურების ავტომობილები ხვდებიან აეროპორტში. ჩნდება კითხვა ამჟამად რისთვის მოდიან ისინი აქ? ნუთუ ახალი მთავრობა ცდილობს გამოიყენოს ისინი? ჩვენებები სჭირდება მათგან ახალაიების წინააღმდეგ თუ შურისძიებაში უნდა დაეხმაროს? ამ ყველაფერს ალბათ მალე გავიგებთ. მთავარი ისაა რომ ჩეჩნებმა შურისძიების პირობა დადეს და ყველამ კარგად ვიცით რომ ისინი ამ სიტყვას აუცილებლად შეასრულებენ და ღალატს არავის აპატიებენ... 2761 9-ს მოსწონს |
ანდაც გურჯები თუ ევროპას მოედვნენ,ჩაჩნები რუსეთში რას აკეთებენ
ყველალეკს ვთხარე
ხო იტყვიან უგუნურს რაც მეტად უხსნი უფრო რწმუნდება რო მართალია. ჩემი სიმართლე ჩემთან შენი შენთან
პ.ს. ძმაო შეგეშალა!;)