x
"ციფროვიკის" მსხვერპლი

image კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ციფროვიკი" რომელიც ბელორუსიული კომპანიაა, საქართველოს ბაზარზეც გამოჩნდა და უკვე მოასწრო რამდენიმე მაღაზიის გახსნა. იგი მომხმარებელს უპროცენტო განვადების სერვისით იზიდავს რაც დამერწმუნეთ მაცდუნებელი აღმოჩნდა ქართველი მყიდველისთვის და მაღაზიებს მიაწყდა უამრავი ხალხი. ტექნიკის ფასებში გარკვეულები სწრაფადვე მოტრიალდნენ უკან, მაგრამ ვინც არც ფასი იცის და ვერც ერკვევა უახლეს ტექნოლოგიებში მახეში გაება. ტექნიკის ფასი საბაზრო ფასთან შედარებით 2-ჯერ და ხშირ შემთხვევაში 3-ჯერ მაღალია. უამრავი ადამიანი დარჩა მოტყუებული, მრავალმა პროდუქციის უკან დაბრუნება მოინდომა, მაგრამ რექნიკის მაღაზია პროდუქციას უკან არ იბრუნებს თურმე, მით უმეტეს თუ განვადება გაქვს გაფორმებული. ამიტომ გირჩევთ წინასწარ გადახედოთ საბაზრო ფასებს და შემდეგ შეიძინოთ კომპიუტერი თუ მობილური ტელეფონი, რადგან შესაძლოა ერთ-ერთი მსხვერპლი თქვენც აღმოჩნდეთ.

0
436
2-ს მოსწონს
ავტორი:newman88
newman88
436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0