x
"ნაცების" დეზინფორმაცია

image ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ მიიღო ოთხპუნქტიანი რეზოლუცია საქართელოს შესახებ, სადაც შეშფოთებაა გამოხატული საზოგადოებრივ მაუწყებელზე განხორციელებული ზეწოლისა და პოლიტიკური დაპატიმრებების გამო. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა გააკეთა პოლიტიკური განცხადებებიც და შეფარვით გააკრიტიკა საქართველოს მთავრობის ქმედებები. ქართული ოცნების წევრების განცხადებით ამ ტიპის განცხადებები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა.

საზოგადოების უმრავლესობა ეთანხმება ბაჩო ახალაიას სამართლიანად გასამართლებას, დანაშაული თუ ვინმემ ჩაიდინა ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს, მნიშვნელობა არ აქვს თუ რა თანამდებობა ეკავა მას ადრე. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, სამართლებრივად მისი შემოწმების სრული უფლება ჰქონდა შესაბამის სამსახურებს.

ჩნდება კითხვა საიდან ჰქონდათ ნატოში ეს დეზინფორმაცია და ვის აწყობდა ყოველივე ეს? პასუხი მარტივია, "ნაციონალური მოძრაობა" და ამას ისინი სულაც არ მალავენ, საქართველოს რეპუტაცია დაუფარავად შელახეს, რითაც დაზარალდა ქართველი ხალხის ინტერესები ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამ პოლიტიკურ ბრძოლას ისევ ქართველი ხალხისა და სახელმწიფოსთვის მოაქვს ზიანი.

6
145
3-ს მოსწონს
ავტორი:newman88
newman88
145
  
2012, 15 ნოემბერი, 12:57
აქედან გამომდინარე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მთელი ნაცმოძრაობა სააკაშვილის მეთაურობით საქართველოს და ქართველი ხალხის მტრები არიან. ამათ რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა მიეხედოს, თორემ უარესს ჩაიდენენ.
2012, 13 ნოემბერი, 20:39
ძალიან ბევრ ქვეყანაში ყოფილა მსგავსი რამე მაგრამ ქართველებისგან განსხვავებით იქ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან კონსტრუქციულად თანამშრომლობენ აქ კი ყველა საშუალებით ებრძვიან, რასაც ქართველების საერთო ინტერესები ეწირება.
2012, 13 ნოემბერი, 20:36
ჯერ სად ხართ დეზინფორმაციები და გაყიდვები კიდე იქნება სანამდე მიშიკოს არ დაიჭერენ მანამდე გაგრძელდება ეს ყველაფერი ისე სასაცილოა ხალხო: თბილისის მერი ოპოზიციონერია საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციონერია უმრავლესობა გუბერნატორებისა ოპოზიციონერები არიან. აქედან გამომდინარე ახალი მთავრობა ჯერ სრულად ვერ აკონტროლებს ყველა სტრუქტურას. თუ ყოფილა მსოფლიო პოლიტიკაში ასეთი ფაქტი რომ პრეზიდენტი თავისავე ხალხს ოპოზიციაში ჩადგომოდეს?
2012, 13 ნოემბერი, 19:41
სრულიად გეთანხმები,მე სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ გამყიდველად მოვნათლე,ხოლო ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყველაზე დიდ მეცენატად რომელმაც ყველაზე მეტი თავისი ფული დახარჯა საქართველოს.ორივე არის უპრეცენდენტო შემთხვევა
2012, 13 ნოემბერი, 18:49
დასახვრეტია სააკასვილი, ყველგან თავს ჭრის ქვეყანას..
2012, 13 ნოემბერი, 18:07
ყველა დასაჭერია!!!
0 1 6