x
ახალაია დამნაშავეა?

ეხლახანს გავრცელდა ინფორმაცია რომ ბაჩო ახალაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. image


დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებში იქმნებოდა ბაჩოს მხარდამჭერი გვერდები, სადაც მას უდანაშაულოდ და პოლიტიკურ პატიმრად ასახელებდნენ. ასევე ზუგდიდიდან წამოსულმა ათამდე ადამიანმა სოლიდარობის ნიშნად აქციაც გამართა. დანამდვილებით გეტყვით რომ უმეტესმა მათგანმა არც კი იცოდა რისთვის იყო იქ. მოხდა მცირედი სიტყვიერი შელაპარაკება ახალაიას მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. როგორც ვიცით ახალაიას დასჯა საზოგადოებრივი შეკვეთა იყო ახალი მთავრობის მიმართ, სწორედ იმის გამო რომ მას უამრავ დანაშაულში მიუძღვის ბრალი. ამის საწინააღმდეგოდ ნაციონალური მოძრაობა თავისი ყოფილი თანაგუნდელის დასაცავად გამოდის, და მას პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს. იმ სისტემის შიდასაქმიანობის შესახებ რომელიც ბაჩომ პენიტენციურ სისტემაში შექმნა მოსახლეობა ასე თუ ისე ინფორმირებულია იმ ვიდეომასალების შემდეგ, ასევე პატიმრები ყვებიან ისტორიებს სადაც მთავარ ჯალათად სწორედ ბაჩო ახალაიაა დასახელებული, ამას დაერთო ჯარისკაცებისა და ოფიცრების საჩივრებიც. ნუთუ ეს ყველა ადამიანი, პატიმარიც, ჯარისკაციც და პროკურორიც ერთი ადამიანის წინააღმდეგ გაერთიანდა და შეუთითხნა რაღაც ბრალდება? ეს ხომ წარმოუდგენელია? მით უმეტეს რომ მთავარმა პროკურორმა დღეს განაცხადა, რომ შესულია ათეულობით საჩივარი ახალაიას წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ ამ ათეულობით საჩივრის უკან შესაძლოა ასეულობით დაზარალებული ადამიანი დგას. ბევრსაც კიდევ ეშინია ხმამაღლა განაცხადოს ან საჩივარი შეიტანოს. ამ ადამიანს თუ იმ დანაშაილების 1 პროცენტი მაინც დაუმტკიცდა ის სამუდამო პატიმრობას მიიღებს სასჯელის შეკრებითობის პრინციპით.

დღესვე ვრცელდება ინფორმაცია რომ შესაძლოა პრეზიდენტმა შეიწყალოს ბაჩო ახალაია და ის ისევ თავისუფალი მოგვევლინოს. თუ ასე მოხდა სწორედ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა მისი დაპატიმრება, რომელიც მართლაც საზოგადოების მოთხოვნა და დავალება იყო ახალი მთავრობის მიმართ.

საზოგადოება დარწმუნებული ვარ ამ საკითხში ერთსულოვანია და ის 10 ტრანსფარანტებიანი ზუგდიდელი აქციის მონაწილე ვერ გადაწონის სიმართლეს.

5
239
1-ს მოსწონს
ავტორი:newman88
newman88
239
  
2013, 3 ოქტომბერი, 0:08
ეს არაფერია სიკვდილის მერე დაისჯები მასონო
2012, 11 ნოემბერი, 14:49
შენთვის ციხე სამოთხეა ახალაიავ
2012, 11 ნოემბერი, 12:25
რამდენი უდანაშაულო ადამიანი გააუბედურა ნაციონალებმა..დამნაშავეა აბა რაა ახალაია მეტიც,სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს
2012, 10 ნოემბერი, 16:53
გამყიდველი ზუგდიდელები. ზოგიერტი ფულის გულისთვის შვილს გაყიდის. რამდენი გადაუხადა მამიკომ ნეტავიი?
2012, 9 ნოემბერი, 19:48
აზრიანი სტატიაა..
0 1 5