საქართველო დამნაშავე პრეზიდენტი 2012, 12 ნოემბერი, 17:50 საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებით, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურაში შესულია 1500-ზე მეტი განცხადება და განცხადებების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იმატებს. ძნელი წარმოსადგენი არაა ის რომ ამ საჩივრების უკან ათასობით დაზარალებული ადამიანი დგას. მასალების შესწავლისას სულ უფრო და უფრო გამოიკვეთება სისტემის ბნელი და კრიმინალური მხარე. ჩნდება კითხა თუ რატომ არ ისჯებოდა ახალაია მანამდე? პასუხი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, მას ჰყავდა მფარველი მიხეილ სააკაშვილის სახით. ქვეყანაში სადაც ყველამ ყველაფერი იცის, სადაც მრავალი წელია ისმოდა ბრალდებები ბაჩო ახალაიას მიმართ, როგორ შეიძლებოდა პრეზიდენტს არ სცოდნოდა მისი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ? უფრო მეტიც, სავარაუდოა, რომ ეს კრიმინალი პირადად მიშას ბრძანებით მოქმედებდა ხშირ შემთხვევაში და პირადად მისგან ჰქონდა ხელშეუხებლობის გარანტია. გამოძიება თუ ობიექტურად ჩატარდა არ იქნება რთული სააკაშვილის მრავალი დანაშაულის აღმოჩენა. რაც საფუძველი უნდა გახდეს მისი უფლებამოსილების შეწყვეტისა და დაპატიმრების. რა პრინციპებით იხელმძღვანელებს პროკურატურა და სასამართლო ამას ალბათ უახლოეს თვეებში შევიტყობთ. თუ მიშა პრეზიდენტად დარჩა და მით უმეტეს არ დააპატიმრეს ნდობის ხარისხი ახალი მთავრობისა და მისი ინსტიტუტების მიმართ დაიწევს. 2072 7-ს მოსწონს 2-ს არა
|