საქართველო პოლიტიკური ბრძოლით მოსახლეობა ზარალდება 2012, 9 ნოემბერი, 16:31 დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მცირდება თბილისის ბიუჯეტი, რასაც მოჰყვება სოციალური პროგრამების ჩავარდნა. მიუხედავად მოსახლეობის დიდი ინტერესისა, ამ თემასთან დაკავშირებით პრემიერმისნისტრ ბიძინა ივანიშვილისგან სათანადო პასუხი ან რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ ჩანს. გაურკვეველი რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების ხელფასების საკითხიც, რომლეთაც გუშინ გაფიცვა მოაწყვეს ხელფასების მომატების მოთხოვნით. ამ ბოლო ხანებში ქართული მედია საშუალებები აქტიურად აშუქებენ მასობრივი გაფიცვების შესახებ ინფორმაციებს. მასწავლებლების, მაღაროელების, ექიმების, მძღოლების თუ ასე შემდეგ. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ყველაფერს ორანიზებული სახე აქვს და ორგანიზატორები ყოფილ ხელისუფლებაში უნდა ვეძებოთ. ასევე მომრავლდა ინფორმაციები უკანონო შეჭრებთან დაკავშირებით. წინა ხელისუფლება გვიმტკიცებდა რომ იძულებით გადაადგილებული პირების და მიწისძვრით დაზარალებულთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა როგორც ირკვევა ეს ასე სულაც არ ყოფილა. "ჩიტმა" ამბავი მომიტანა, რომ ამ გაჭირვებულ უსახლკარო ადამიანებს თაღლითები მართავენ, რომელნიც მრავალი წელია ამ "საქმეს" ემსახურებიან და გაჭირვებული ადამიანების მოტყუებით ხელს ითბობენ. მაგრამ უბრალო თაღლითები თავად რას გახდებოდნენ თუ მათ არ ყავთ დიდი მფარველები. მაგალითად ყოფილ ხელისუფლებაში რომელთაც აწყობთ ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ამის ახალ ხელისუფლებაზე გადაბრალება. ახლებიც ჯერ არ მოსულან ნორმალურად ხელისუფლებაში და უკვე შეცდომებს უშვებენ, ხალხი მათგან პირობების შესრულებას ელოდება. სოციალური პროგრამებს, პენსიებისა და ხელფასების ზრდას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას. ვითარება კი საპირისპიროა, მცირდება თბილისის ბიუჯეტი, რომელზეც დამოკიდებულია ასეულათასობით თბილისის მოქალაქე. სოციალურად გაჭირვებული ოჯახები. მესმის შეუმცირო დაფინანსება პრეზიდენტის თვითმფრინავს, პრეზიდენტის რეზიდანციას, მაგრამ რატომ აჩერებ ყველა მიმდინარე პროექტს? არჩევნების შემდეგ გაჩრედა ყველა მშენებლობა, ყველა პროექტი რასაც აფინანსებდა ბიუჯეტი და უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. შრომის კოდექსის დახვეწაზე საუბრობთ და უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დატოვეთ, მათ უკან ხომ უამრავი ოჯახია? პოლიტიკური ბრძოლა ოპოზიციასა და პოზიციას შორის გრძელდება, ქართველი ხალხი კი ისევ მართულ იარაღს წარმოადგენს ვიღაცეების ხელში. მე წარმომიდგენია რა მოხდება თუ მართლაც სოციალური პროგრამები გაუქმნდა. მაშინ ნაადრევ არჩევნებს უნდა ველოდოთ, რადგან რევოლუციების ხანა ჯერ კიდევ არ დასრულებულა საქართველოში... 148 1-ს მოსწონს
|