x
image
jango
ახალაია გლდანის ციხის N1 პატიმარია

imageსასჯელაღსრულების გლდანის #8 დაწესებულებაში ბაჩო ახალაია სამარტოო საკანშია მოთავსებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაწესებულებასთან სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ გიორგი გიორგაძემ განუცხადა. მისი თქმით ბაჩო ახალაიას უსაფრთხოება კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად დაცული იქნება. ახალაიამ ხელი მოაწერა საჩივარს, რომელიც მასთან ადვოკატებმა შეიტანეს. როგორც ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, პროცედურულად საჩივარზე ახალაიას ხელმოწერის შემდეგ განაცხადი გადაეგზავნება თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც საქმესთან ერთად მასალებს სააპელაციო სასამართლოს გადაუგზავნის. რეალურად, ყოფილი ხელისუფლება დამარცხდა არა 1-ელ ოქტომბერს, არამედ 18სექტემბერს, როდესაც გლდანის ციხეში მომხდარი საზარელი ფაქტების ვიდეომასალა გავრცელდა. 18 სექტემბრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ის იყო, რომ ახალაია ციხეში უნდა წასულიყო. საზოგადოების ამ დაკვეთისთვის გვერდის ავლა ვერ მოახერხა სასამართლომ, რომელსაც ჯერ ისევ ძველი ხელისუფლება აკონტროლებს. ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს. სააპელაციო სასამართლო კი ბაჩო ახალაიას საჩივარს შეტანიდან 72 საათის
განმავლობაში განიხილავს. საჩივრის მოთხოვნაა, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

5
539
4-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
539
  
2012, 12 ნოემბერი, 14:17
და სულ მარტო ხომ არ იქნება საერტოში არ გადაიყვანენ?
2012, 11 ნოემბერი, 22:31
გაუქმდეს კი არა ჩვეულებრივ პატიმრებთან უნდა შეუშვან ეს და 1საათში ცოცხალი აღარ იქნება:Dამას არ ეკუთვნის წითელი ზონა!
2012, 11 ნოემბერი, 22:14
სმარტოო კი არა შეაგდეთ ეგ ნეხ..ის ტომარა და დახიონ.....
2012, 11 ნოემბერი, 20:33
ბოროტება ბოროტებით ბრუნდება უკან სიკეთე სიკეთით..ამიტომ სიკეთე უნდა აკეთო ყოველთვის
2012, 11 ნოემბერი, 15:11
ბედის ირონიაც ამას ჰქვია:)))
0 1 5