ასტროლოგია ვინ არის სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი? 2012, 10 ნოემბერი, 20:37 დამეთანხმებით ალბათ, რომ უამრავი აზრი არსებობს ქვეყნის პირველი პირის შესახებ, თუმცა მოგეხსენებათ, პოლიტიკა ისეთი სფეროა, დიდია ალბათობა იმისა, რომ მისი ხასიათის რეალური შტრიხები, კულისებს მიღმა იყოს დამალული. ჩემს მიერ მომზადებული ეს სტატია, ცნობილი რუსი ასტროლოგის, პაველ გლობას მიერ საქართველოს პრეზიდენტის პირადი რუკის განხილვის მიხედვითაა დაწერილი. აქედან გამომდინარე, მე შევეცადე არაასტროლოგიური ტერმინოლოგიით და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე მომეწოდებინა თქვენთვის მიხეილ სააკაშვილის ასტროლოგიური პორტრეტი.. დასაწყისშივე მინდა ავღნიშნო, საინტერესო დამთხვევაა ალბათ ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ცნობილი დიქტატორის იოსებ ბესარიონის ძე სტალინის დაბადების დღეს ანუ 21 დეკემბერს მოევლინა ქვეყანას, თუმცაღა ასტროლოგთა აზრით, სტალინი რომელიც საკმაოდ კარგად იყო ჩახედული ასტროლოგიის სიღრმეებში, საკუთარ რეალურ დაბადების თარიღს მკაცრად ასაიდუმლოებდა, აქედან გამომდინარე, ვარაუდი მისი ამ ქვეყნად 21 დეკემბერს მოვლინებისა ვარაუდად რჩება. აი რაც შეეხება მიშა სააკაშვილს, იგი ნამდვილად გახლავთ ამ კონკრეტული დაბდაების თარიღის მფლობელი. აქედან გამომდნარე, მისი ზოდიაქოს ნიშანი არის მშვილდოსანი. თუმცა როგორც გლობა ამბობს, ამ ადამიანისგან მისი პირადი ჰოროსკოპის მონაცემებიდან გამომდინარე, გაცილებით უკეთესი მსახიობი დადგებოდა ვიდრე პოლიტიკოსი. ეს იმიტომ, რომ სააკაშვილს გარდა მშვილდოსნისა, პირად ჰოროსკოპში ბევრი თვისება აქვს ლომის ზოდიაქოსთვის დამახასაითებელი, ლომები კი მოგეხსენებათ დაბადებიდანვე მსახიობებად და აპლოდისმენტების მოყვარულ პიროვნებებად იბადებიან. მშვილდოსნის ზოდიაქოს გავლენით, რომელსაც კიდევ უფრო მეტ ამბციურობას უმატებს ლომი, მიხეილ სააკაშვილის პიროვნება გამუდმებული მაძიებელი და თავისუფლების მოყვარეა, მას არასოდეს ყოფნის ის რაც აქვს, გამუდმებით ცდილობს გააფართოვოს საკუთარი მოღვაწეობის არეალი და მაქსიმალურად უგულვებელყოფს ნებისმიერი სახის ჩარჩოებს ან შეზღუდვებს. ამას გარდა, გლობას აზრით მიხელ სააკაშვილის კოსმოგრამაში პლანეტა მარსის განლაგება მერწყულის ზოდიაქოში, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი თავისი ბუნებით არის ავანტიურისტი. ეს არის პიროვნება, რომელისთვისაც უცხო არაა ბლეფი და ბეწვის ხიდზე სიარული. უფრო მეტიც, მას ასეთი ცხოვრება ძალიანაც მოსწონს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს საშინლად უყვარს "ცეცხლთან თამაში", მისი პირადი ჰოროსკოპის მიხედვით მამაცს და გამბედავს მას ვერანაირად ვერ დავარქმევთ. მეტიც, იგი რაღაც დოზით ფრთხილი და ცოტათი მშიშარაც კია და ამ თვისებების შენიღბვას იგი სხვადასხვა სახი "შოუების" მოწყობთ ცდილობს საზოგადოების წინაშე, რასაც მშვენივრად ახერხებს კიდეც. აი, რაც შეეხება, მიხეილ სააკაშვილისთვის განკუთვნილ სამომავლო პროგნოზს, ვარსკვლავები გლობას აზრით, მის მიმართ განსაკუთრებით არაგულმოწყალე 2012 წლის ბოლოს და მთელი 2013 წლის მანძილზე იქნებიან, რადგან სწორედ ამ პერიოდში გაივლის, მისი გამარჯვების პლანეტა იუპიტერი ზოდიაქოს მეთორმეტე - შეზღუდვების და ფარული მტრების სახლს. აქედან გამომდნარე, გამორიცხული არაა რომ ამ პერიოდში მას ყველაზე ახლობელმა ადამიანებმაც კი შეაქციონ ზურგი და ბევრი მფარველიც დაკარგოს. სწორედ 2012 წლის ბოლოს უწინასწარმეტყველებს გლობა, საქართველოს პრეზიდენტს პერიოდს როცა მისი ყველა გეგმა, საპნის ბუშტივით შეიძლება გასკდეს და საბოლოოდ იგი მოკავშირეების გარეშე აღმოჩნდება კარიერულ ფრონტზე. თუმცაღა გლობას აზრით, სააკაშვილს აქვს გასაოცარი უნარი, ფენიქსივით აღსდგეს ფერფლიდან. ამიტომ თუკი ის ამ რთულ პერიოდს გადაიტანს, იგი ისევ შესძლებს საკუთარი უნიკალური ქარიზმატულობს მეშვეობით, ახალი მფარველებისა და პარტნიოების მოძიებას და მას შესაძლოა მიეცეს შანსი, სრულიად ახალი ტრამპლინის შესაქმნელად კარიერაში. 6347 8-ს მოსწონს 2-ს არა |
-მე პირადად მიშაია ბლეყეს მსგავსი ტუპიაკი იშვიათად მინახავ. თუმცა სიგლახისა და სიბინძურის კეთების ნიჭი უხვად წარმოაჩინა. მაგ უბედურს უკრაინაში კარგად გამოიყენებენ (ჯერ კიდევ ბევრი ბოროტი დაქმე აქვთ საკეთებელი) , მერე კი თავისსავე ნაკეთებ სიბილწეში ჩაახრჩობენ!!!