სხვა ახდება დედამიწის მომავლის ყველაზე საშინელი სცენარი 2012, 9 ნოემბერი, 22:01 მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გლობალური დათბობა ყველაზე უარესი სცენარით განვითარდება. საუკუნის დასასრულს დედამიწაზე ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს, რასაც ბუნებრივი კატაკლიზმები მოჰყვება. 2100 წელს დედამიწის ტემპერატურა 4, 5 გრადუსით მოიმატებს. აიწევს მსოფლიო ოკეანის დონეც და გახშირდება სტიქიური მოვლენები. ამას ამტკიცებს ჯონ ფაზულო - კოლუმბიის ატმოსფერული კვლევის ნაციონალური ცენტრის მეცნიერი. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მეცნიერები სხვადასხვა მოდელს შეიმუშავებენ. ისინი გვამცნობენ როგორც დადებით, ისე უარყოფით შედეგებზე. კომპიუტერები, რომლებიც ამუშავებენ ამ მოდელებს ვერ იძლევიან ზუსტ პასუხს ისეთ აუცილებელ პარამეტრზე, როგორიცაა ღრუბლის საფარის სისქე. მეცნიერების აზრით, ტემპერატურის ცვალებადობაზე ძალიან მოქმედებს ღრუბლის სისქე, რომელიც ტროპიკებსა და სუბტროპიკებშია ფორმირებული. ჯ. ფაზულომ შეისწავლა ორ ათეულამდე მოდელი და გამოარკვია რამდენიმე ყველაზე ზუსტი, რომელიც ღრუბლის სისქეს უახლოვდება. სწორედ ამ მოდელებმა გვიწინასწარმეტყველეს ტემპერატურის ზრდის ძალზე მაღალი ტემპები მთელს პლანეტაზე. 706 7-ს მოსწონს
|