ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადისმეთაური ზურაბ შამათავა სამარცხვინო ბრალდებით დააკავეს - სამხედრო მოსამსახურეების ცემა, მათ შორის, თანამოსამსახურეების წინ. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ზემოხსენებული ბრალდება მომავალში იგივე ახალაიასთან
მიმართებაში ყველაზე უწყინარ მუხლად გადაიქცეს. ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მასმედიაში უფრო მძიმე ბრალდებებზე იყო საუბარი, ვიდრე ცემა-ტყეპაა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ"რაც შეეხება ბატონ გიორგი კალანდაძეს, ის ჩვენებები რაც გამოქვეყნდა იძლევა საკმარის საფუძველს მისი დაკავებისთვის. დაკავების საფუძველი ნამდვილად არსებობდა".
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, დაღუპული ქართველი ოფიცრის სერგო თეთრაძის მეუღლემ ბაჩო ახალაიასა და სხვა პირების წინააღმდეგ საჩივარი, დღეს, შეიტანა. ეს იქნება ცალკე საქმე ახალაიას წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ სამხედრო ძალების ვეტერანი, ოფიცერი სერგო თეთრაძე თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გასული წლის 17 სექტემბერს დააკავეს. ამ პერიოდში ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, მეგის ქარდავა კი სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. სერგო თეთრაძის ოჯახს დაკავებიდან 6 დღეში, 2011 წლის 23 სექტემბერს, ღამით აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა. ოჯახს დღემდე არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, რა გახდა პატიმრის გარდაცვალების მიზეზი, ან რისთვის დააკავეს იგი.