საქართველო ბაჩო ახალაია და გიორგი კალანდაძე დაკავებულები არიან 2012, 7 ნოემბერი, 9:55 შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დაკავებულია, დავით დეკანოიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ხვალ ან ზეგ წაუყენებენ. "ბრალის წარსადგენად პროკურატურას 48 საათიანი ვადა აქვს, ამიტომ ეს ხვალ ან ზეგ მოხდება", - აღნიშნა ადვოკატმა.ამასთან, დეკანოიძის შეფასებით, ახალაიას დაკავების საფუძველი აბსურდულია. "დაკავების საფუძვლად დასახელდა ის, რომ თურმე ბაჩო ახალაიამ თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობის დროს შეურაცხყოფა მიაყენა რამდენიმე თანამშრომელს სხვების თანდასწრებით. კარგა ხანია საადვოკატო საქმიანობას ვეწევი და ასეთი აბსურდული საფუძვლით ადამიანის დაკავება პირველად ვნახე", -აღნიშნა დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.მისივე განმარტებით, დაკითხვის პროცესში ახალაიასთვის სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებით არც ერთი შეკითხვა არ დაუსვამთ. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გენერალური შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა დააკავეს. გაირკვა ისიც, რომ გიორგი კალანდაძე პირადად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დააკავა. კალანდაძე მოულოდნელად გამოიძახეს სამსახურში და ბრალი საქართველოს სს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს. 2008 წელს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა ასევე ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ შამათავა, რომელიც მე-4 ბრიგადას მეთაურობდა. სწორედ ამ ბრიგადამ მიიღო რუსი ოკუპანტების მთავარი დარტყმა და გამოირჩეოდა განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობით. კალანდაძე და შამათავა წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან. 865 8-ს მოსწონს 3-ს არა
|