სხვა ბერმუდის სამკუთხედი 2012, 1 ნოემბერი, 0:59 ![]() ![]() ![]() 1945 წლის 5 დეკემბერს 5 ბომბდამშენი გაქრა უკვალოდ. მას მიჰყვა სამაშველო თვითმფრინავიც. ამ ადგილთანაა დაკავშირებული მრავალი იდუმალი ამბავი. აქ გადაფრენისას თვითმფრინავები კარგავდნენ მართვის უნარს, კომპასის ისრები საოცარი სისწრაფით ტრიალებდა. თვითმხილველების თქმით, ცა თეთრდებოდა და ჩნდებოდა მწვანე ბინდი. გაურკვეველი წარმოშობის მაგნიტური ძალა თვითმფრინავებს და გემებს ითრევდა თითქოს წყალში. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი უქარო ამინდში ხდებოდა. ბერმუდის სამკუთხედი ყოველთვის როდია საშიში. ხშირად აქ თვითმფრინავები და გემები ძალიან მშვიდად სერავენ ოკეანეს. ვერავინ შეძლო ამ იდუმალების ამოცნობა. ზოგი სკეპტიკოსი ყველაფერს ცუდ ამინდს აბრალებს. არსებობს მოსაზრება წყალქვეშა ვულკანის არსებობაზეც, რომელიც თითქოს იწოვს გემებს. ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ აქ არის რაღაც უცნობი განზომილების ჭიშკარიც. ზოგი ფიქრბს, რომ ეს უცხოპლანეტელებს და შავ ხვრელს უკავშირდება. ზოგი ამტკიცებს, რომ წყალქვეშ არის ჩაძირული ქალაქი ატლანტიდა და მისი მცხოვრებნი ითრევენ თავისთან გემებს. დღევანდელი დღისთვის დაფიქსირებულია 140-ზე მეტი შემთხვევა. უკვალოდ დაკარგულია 1000 კაცზე მეტი. 1791 8-ს მოსწონს |
თუ გაფრინდი შავო მერცხალო