x
image
Yoona
Mediator image
ყავიდან შოკოლადის რძემდე - ყველაზე ჯანსაღი სასმელები იმუნიტეტის გასაძლიერებლად
image



წყალი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და ხელმისაწვდომი სასმელია, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი ჯანმრთელობა. წყლის რეგულარული დალევა, დღეში დაახლოებით 1, 5 ლიტრი, ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადებების პრევენციას, კანის ტონუსის შენარჩუნებას და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას. ეს იაფი და ბუნებრივი სასმელი ბევრ სარგებელს იძლევა, მაგრამ არა მხოლოდ ის არის სასარგებლო ორგანიზმისთვის. გადავხედოთ სხვა სასმელებს, რომელთა ჩართვაც რაციონში ღირს.



ყავა

image



ყავა ამცირებს ისეთი სერიოზული დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა ალცჰაიმერი, პარკინსონი, დიაბეტი, ასევე კანის და ძუძუს კიბოს განვითარების ალბათობას. კოფეინის წყალობით ყავა ტვინს ეხმარება ინფორმაციის სწრაფად გადამუშავებაში, რაც მას შესანიშნავ სტიმულატორად აქცევს. ყავის ზომიერი მიღება, დღეში 1-2 ფინჯანი, რაციონში კარგი დანამატია.



ფორთოხლის წვენი


image



ანტიოქსიდანტებით მდიდარი ფორთოხლის წვენი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას. კვლევამ აჩვენა, რომ ცხიმიან საკვებზე ფორთოხლის წვენის დაყოლება ამცირებს თავისუფალი რადიკალების დონეს. ციტრუსის სასმელი შეიცავს C ვიტამინს, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს.



ჩაი

image



გვირილას ჩაი კარგი საშუალებაა რელაქსაციისა და სტრესის მოსახსნელად. მწვანე ჩაი მდიდარია პოლიფენოლებით, რაც ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას, ცხიმის წვას, სიმსივნის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას. მწვანე ჩაის პოლიფენოლები და ანტიოქსიდანტები ორგანიზმს გარე გავლენის მიმართ უფრო აძლიერებს.

შავი ჩაიც ყურადღებას იმსახურებს: მისი რეგულარული დალევა კანის კიბოს განვითარების რისკს 30%-ით ამცირებს, რაც ფლავონოიდების მაღალი შემცველობით გამოწვეულია.



შტოშის წვენი

image



ეს სასმელი ცნობილია თავისი ანტიბაქტერიული თვისებებით, რაც ხელს უწყობს საშარდე გზების ინფექციების თავიდან აცილებას. შტოშის წვენი ღრძილების ჯანმრთელობას იცავს, პირის ღრუში მავნე ბაქტერიების გამრავლებას ხელს უშლის. შტოშის წვენი მდიდარია C ვიტამინით და იმუნურ სისტემას კარგად ემსახურება.



პომიდვრის წვენი

image



პომიდვრის წვენი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტს ლიკოპინს, რომელიც სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს. მისი რეგულარული მიღება გულს აძლიერებს და სისხლძარღვების ჯანმრთელობას ხელს უწყობს. პომიდვრის წვენს შეგიძლიათ დაუმატოთ სანელებლები, მაგრამ სჯობია დალიოთ ალკოჰოლის გარეშე.



შოკოლადის რძე

image



ეს სასმელი ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ აღდგენაში დაგეხმარებათ. შეიცავს ცილებს და ნახშირწყლებს, რომლებიც ხელს უწყობენ კუნთების უფრო სწრაფად აღდგენას და ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას. ვარჯიშის შემდეგ რამდენიმე ყლუპი შოკოლადის რძე ენერგიით აგავსებთ.



ჩართეთ ეს სასმელები ყოველდღიურ რაციონში ორგანიზმის კარგ ფორმაში შესანარჩუნებლად და სასარგებლო ნივთიერებებით გასამდიდრებლად. გახსოვდეთ, მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება და ზომიერება, რადგან დაბალანსებული რაციონი და სასმელების სწორი შერჩევა ჯანმრთელობის და დღეგრძელობის გასაღებია.



ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ დავლიოთ თბილი წყალი უზმოზე სწორად - მნიშვნელოვანი წესი

რა არის კომბუჩა და როგორ მოვამზადოთ. მისი მიღება რეკომენდებულია

დღეში მხოლოდ 1 ჭიქა ლიმონი-პიტნის სასმელი ორგანიზმს ტოქსინებისგან სრულად გაწმენდს

ქიშმიში და წყალი ღვიძლს მხოლოდ 2 დღეში გაწმენდს

იაპონელი დღეგრძელების სასმელი: მზადდება სწრაფად


0
115
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
115