x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საქართველოს მოსახლეობა წლების მიხედვით(1800-2024)
image

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.


საქსტატში აღნიშნავენ, რომ 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207).


უწყების ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.0 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.თუ გავითვალისწინებთ, რომ უცხოეთში არც თუ მცირე რაოდენობა მოსახლეობის არალეგალურად არის დასაქმებული, ფაქტობრივი მოსახლე კიდევ უფრო ნაკლები იქნება.



თამარ მეფის დროს სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონი იყო(თუმცა არსებობს მოსაზრებაც, რომ შესაძლოა 8 მილიონიც ყოფილიყო).


"ოქროს ხანის" შემდეგ, მონღოლების, თურქ-სელჩუკების, სპარსელების თუ სხვათა შემოსევის შედეგად საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა მუდმივად მცირდებოდა, XVIII საუკუნისთვის აღმოსავლეთ საქართველო ირანის მიერ ხელდებული, ხოლო დასავლეთი საქართველო ოსმალეთთან ვასალურ დამოკიდებულებაში იყო, მათმა მუდმივმა შემოსევებმა, ამასთან ერთად გამუდმებულმა ლეკიანობამ აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც ქონების, საქონლის, ჭირნახულისა და ტყვეების გატაცებით მთავრდებოდა, ხოლო დასავლეთ საქართველოში თავადებს რჩეული გოგო-ბიჭების გაყიდვა სტამბულის ბაზარზე ბიზნესად რომ ჰქონდათ ქცეული, ამან ყველაფერმა ფაქტობრივად გადაშენების პირას მიგვიყვანა.


XVIII საუკუნის შუა ხანებში საქართველოს მოსახლეობას (დღევანდელ საზღვრებში) 761 ათასით ანგარიშობენ, აქედან 5% ცხოვრობდა ქალაქებში.




XVIII საუკუნის ბოლოს თბილისის მოსახლეობა მხოლოდ 20 000 კაცი იყო, აქედან ქართველი მხოლოდ 30% იყო.


1800 წლისთვის საქართველოს (დღევანდელ საზღვრებში) მოსახლეობა 784 700 იყო, აქედან აღმოსავლეთ საქართველოზე მოდიოდა მოსახლეობის 45, 6%, ხოლო დასავლეთზე – 54, 4%. 1832 წელს ის 840 ათასამდე გაიზრდა, ხოლო 1865 წელს 1289200-ს გადააჭარბა. 1897 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 1919400 ადამიანი, 1914 წელს კი 2600400. ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა 3, 4-ჯერ გაიზარდა. პავლე ინგოროყვას ცნობით 1916 წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 3365000 ადამიანს, აქედან 2349000 ადამიანი იყო ქართველი. საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 200 ათასით შემცირდა პირველი მსოფლიო ომის დროს და პირველი რესპუბლიკის წლებში, რაც გამუდმებული ომებით და ტერიტორიების დაკარგვით იყო განპირობებული. 1921 წელს საქართველოს მოსახლეობა 2410 ათასამდე დავიდა. XX საუკუნიდან მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. პირველი აღწერა საბჭოთა საქართველოში 1926 წელს ჩატარდა, უკანასკნელი 1989 წელს. დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის აღწერები ჩატარდა 2002, 2014 და 2024 წლებში.


საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა წლების მიხედვით.

აღწერის წელი -მოსახლეობა..

1800 -784 700

1832 -892 100

1865 -1 289 200

1886- 1 641 900

1897- 1 919 400

1926 -2 677 233

1939- 3 540 023

1959 -4 044 045

1970 -4 993 182

1979- 5 014 800

1989 -5 400 841

2002- 4 371 535

2014 -3 787 000

2020- 3 716 900

2024-3 694 600

5
368
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
368
  
10 თებერვალი, 13:42
უკაცრავად მაგრამ,ახლა ვნახე პირველად კომენტარები,ასე რომ მე არაფერ შუაში ვარ...
10 თებერვალი, 8:00
სწორი შენიშვნა არის,თქვენს მერე დავწერე კომენტარი.ახლა კი,შემოვედი და აღარ არის კომენტარი. ამას ეძახიან სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. ცოტაც მოვიცადოთ,ამათი დროც დადგება და მერე ვნახავთ რამდენად მოეწონებათ ეს ამბავი.
9 თებერვალი, 22:32
ჰააა არაჩანდა რაშია საქმე სად არის ჩემი კომენტარი. ვიღაცას ძალიან არ მოწონს იმის აღნიშვნა რომ სოციალისტურ საქართველოში ქართველებს უფრო კარგი ცხოვრების პირობები ქონდათ.
7 თებერვალი, 18:30
არის ვარიანტი სოფლად წასვლის,თუმცა სოფლის-მეურნეობის სფერო კატასტროფულია. არანაირი დაცვა არ აქვთ ფერმერებს,არანაირი შეღავათი და არანაირი გარანტია. წარმოიდგინეთ,თურქეთიდან იმპორტირებული პომიდორი უფრო იაფი ღირს ბაზრობებზე,ვიდრე მარნეულის ან კახეთიდან ჩამოტანილი.სადღაც თურქეთიდან მოაქვთ პომიდორი და ყიდიან თბილისში,ხოდა მარნეულიდან წამოღებული უფრო ძვირი რანაირად გამოდის? ჩემი აზრით,თურქეთი ხელს უწყობს თავის ფერმერებს და შეღავათებს უწესებს,ხოლო საქართველოს საზღვარზე არანაირი ხარჯი არ აქვთ ან თუ აქვთ არის მინიმალური. ამ დროს უპრიანი იქნება დაწესდეს იმპორტის გადასახადი და ის აღმოიფხვრას ფასთა სხვაობა. თუმცა ეს არაეფექტურია,რადგან ასე სხვა პროდუქტებიც გაძვირდება. ყველაზე კარგი იქნებოდა იაფი და გრძელვადიანი კრედიტები,თუმცა ამას სტაბილური გარემო და კონკურენცია სჭირდება საბანკო სექტორში,რაც დღეს არ არის. დღეს სახეზე გვაქვს ოლიგოპოლიური გარემო ამ სფეროში. სხვანაირად შეუძლებელია,რადგან არ შეიძლება თანაბარი საპროცენტო განაკვეთი ქონდეს ყველა ბანკს(+-1%) .ზოგიერთ ბანკს მეტი მეანაბრე ყავს და ეს ანაბარი ლარშია განტავსებული და პირიქით,ვიღაცას ცოტა ყავს. თუ ბანკი ფულს სესხულობს ლარში და იხდის 8% წლიურს გადასახდელს,მაშინ მას უფრო იაფი სესხის გაცემა შეუძლია,ვიდრე იმას,რომელიც ფულს სესხულობს დოლარში და ცვალებადი ხარჯი აქვს კურსთაშორის სხვაობის გამო. ეს არის მისეხედი ამბავი,თუმცა კაცი არ ჩანს ვინც ამას წინ წამოწევს და გააკეთებს,რატომ? იმიტო რო არავის არ აწყობს საქართველოში სოფლის განვითარება. ბერძნებმა ტყუილად კი არ გვიწოდეს მიწათმოქმედთა ქვეყანა.ჩვენში ტურიზმს აქვს დიდი "პოტენციალი",რადგან უცხოელებს ტრ... ხო უნდა გავერჭოთ. არადა საკუთარი გამოსაკვები პროდუქციაც ვერ მოგვყავს ქვეყანაში,რაც არის სირცხვილი და თავის მოჭრა.
7 თებერვალი, 18:16
როგორც ამბობენ,რიცხვები არ ტყუანო და ფაქტიც სახეზეა. რუსეთის იმპერიაში და შემდგომ სსრკში მოსახლეობა მუდმივ ზრდას განიცდიდა,რაც განპირობებული იყო ძლიერი პატრონით და დიდხნიანი მშვდობით.აქ ყველაზე საინტერესო ის არის,რომ მეორე მსოფლიო ომში 300 ათასი ქართველი დაიღუპა ან დაკარგულად ითვლება,თუმცა ათწლეული მაინც ზრდით ხასიათდება. რასაც ვერ ვიტყვით დამოუკიდებლობის წლებზე,მუდმივ კლებას განიცდის მოსახლეობა. თუ ზემოთ მოყვანილი რიცხვები სიმართლეს შეესაბამება,განსჯისთვის საინტერესო მასალაა. ისიც სათქმელია რო საქართველო არ ყოფილა მთლად დამოუკიდებელი ამ 30 წლის მანძილზე,რაც ბოლო დროს დადასტურდა კიდეც. შეგვიძლია შევადაროთ,რუსეთის ნაწილად ყოფნის დროს მოსახლეობა მუდმივ ზრდას განიცდიდა,ხოლო ამერიკის მარიონეტად ყოფნის პერიოდში მოსახლეობა კლებას განიცდის. ხოდა ის არ მესმის,რანაირად გვხოცავდა და გვჟლეტდდა რუსეთი,თუ მოსახელობა მუდმივად იზრდებოდა? ადრე ბევრი იყო ისეთი ოჯახი,რომელთაც 5 ან მეტი შვილი ყავდათ,ხოდა რაღაცის იმედად აჩენდნენ ამ ბავშვებს. მე ეჭვი მაქვს რო სამთავრობო დახმარება იყო ამის მიზეზი,ხალხს არ ეშინოდა მრავალშვილიანობის. რა ხდება დღეს ამ მხრივ,კატასტროფაა და სრული უიმედობა,ადამიანს არ აქვს იმედი და მოტივაცია ბევრი შვილი იყოლიოს,რაც სამწუხაროა. ბავშვის გაკეთება/გაჩენას რა უნდა,მათი აღზრდა და უზრუნველყოფა არის საქმე. ჯერ 18 წლამდე როგორ უნდა მიიყვანო,მერე როგორ უნდა დააბნაო და ა.შ. მავანი იტყვის რო 18 წლის ადამიანმა თვითონ უნდა გაიკაფოს გზა და ეს ასეც არის,თუმცა არის ერთი ფაქტორი,სად და რით უნდა გაიკაფოს გზა? სამსახურები არ არის და თუ არის მცირე ანაზღაურებით. ადამიანს თუ ბინა არ აქვს,ყველაზე მკვდარი გადასახადი ქირის 500 დოლარია და ფარჩაკი სახლი,ამას მოყვება კომუნალურები,კვება და ჩაცმა,ხოდა კი უნდა ოჯახს მინიმუმ 2000+ ლარის შემოსავალი,ხოდა რამდენია ასეთი ოჯახი საქართველოში? მერე ეს ხალხი საზღვრებს გარეთ მიდის,სახლს ყიდულობს და შვილებს კარგავენ,რასაც ასევე ვუყურებთ ყოველდღე პირდაპირ ეთერში. მოკლედ,კატასტროფაა საქართველოში.
0 1 5